logo_geo
დავით მაღრაძე: ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლით საქართველო-ამერიკის ურთიერთობა მჭიდრო გახდება
- +

9 დეკემბერი. 2016. 13:03




პოეტი დავით მაღრაძე ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში ამერიკაში მიმდინარე მოვლენებსა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას აფასებს. იგი ფიქრობს, რომ ტრამპის არჩევის შემდეგ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა უფრო გაღრმავდება.

 

„მიმაჩნია, რომ ამერიკაში არჩეული ახალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო გაღრმავდება და უფრო მჭიდრო გახდება ჩვენი ურთიერთობა, პარტნიორობა კი - უფრო სტრატეგიული. ამერიკაში მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, - აშკარა გახდა, რომ ამ ქვეყანას მართლაც ხალხის არჩევანი მართავს და ვერავითარი პოლიტკონიუნქტურის დიქტატურა ვერ გაიმარჯებს. ეპოქა, რომელშიც ჩვენ ბოლო ასეული წელი ვიცხოვრეთ, სწორედ პოლიტკონიუნქტურის დიქტატურა იყო, ახლა კი, ეს დამარცხდა..." - განაცხადა დავით მაღრაძემ.


დავით მაღრაძე აქვე ტრამპის პიროვნებას აფასებს და ამბობს, რომ იგი სიცოცხლისუნარიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.


„ტრამპი სიცოცხლისუნარიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც ვერ ვიტყვი მის კონკურენტზე. თავისუფლების ფლაგმანი ქვეყანა, ბოლო დროს დინასტიური მმართველობების ასპარეზად გადაიქცა, - დიდი ბუში, პატარა ბუში, საშუალო ბუში, მომცრო ბუში... შემდეგ კი დაიწყო, - ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, შემდეგ მონიკა ლევინსკიც დააპირებდა მგონი კენჭისყრას... არადა, ამერიკა, ყოველთვის თავისუფალი ნების გამოხატვის სახელმწიფო იყო. ახლა კი, ვაჟა-ფშაველას დრო მოდის, მისი ღირებულებების პოლიტიკაში განხორციელების დრო მოდის", - განაცხადა დავით მაღრაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი