logo_geo
გენადი ზაქარია: შეიძლება, ხალხმა ის სიმკაცრე ვერ აიტანა, რომელიც ამ სკულპტურაშია!...
- +

9 დეკემბერი. 2016. 14:00


 



თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 30 ნოემბერს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი გაიხნა. თბილისის მერიამ ძეგლის დადგმაზე კონკურსი 7 თვის წინ გამოაცხადა, მონაწილეობა 6 მოქანდაკემ მიიღო. საბოლოოდ, ძეგლის დადგმის უფლება გენადი ზაქარიას მიენიჭა.


ბიუსტის დადგმას უამრავი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში გენადი ზაქარია ამბობს, რომ საზოგადოებას სასაფლაოს დონის ბიუსტები უნდა, სწორედ ამან გამოიწვია რეზონანსი. მისი თქმით, მან ძეგლი გენერალს დაუდგა.


„უამრავი უაზრო ბიუსტი დგას, მაგრამ ხმას არავინ იღებს. ამდენი პორტრეტული ბიუსტი რა უბედურებაა, სასაფლაოს დაემსგავსეს ქალაქი. მე მხოლოდ ერთი ფოტო მქონდა. პატარა, ჩია ტანის კაცია და საოცრად მრისხანედ იყურება. იმ ფოტოთი ვისარგებლე და თან სახე მისი ბიოგრაფიიდან გამოვიყვანე. მებრძოლი კაცის მრისხანე სახეს კეთილ იერს ხომ ვერ მივცემდი?! გენერალი იყო, რომელმაც უამრავი რამ გადაიტანა. შეიძლება, ხალხმა ის სიმკაცრე ვერ აიტანა, რომელიც ამ სკულპტურაშია", - განაცხადა ზაქარიამ.


მოქანდაკე ამჟამად ილია ჭავჭავაძის სკულპტურაზე მუშაობს, სამომავლოდ კი მერაბ კოსტავას სკულპტურის დადგმა იგეგმება.


„ილია ჭავჭავაძის სკულპტურაში ის აზრი მაქვს ჩადებული, რომ ილია მეორედ მოდის, ამიტომაც ჩონჩხივით დაჰყვება წინ. ფრესკულია - წმინდანის სამოსი აცვია. ასეთი ილია ჯერ არავის გაუკეთებია. მერაბ კოსტავას დადგმა გადაწყდა ბათუმში და მე გავიმარჯვე. ველოდები, ალბათ ოდესმე დაიდგმება. ძველ ქართულ დროშას მიუძღვის მერაბი", - განაცხადა ზაქარიამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი