logo_geo
ირაკლი მამალაძე: დიდი ბოდიში დამცველებთან, რომ ვერ ვუშოვე თავის ფასში ციანიდი მამა გიორგის
- +

27 სექტემბერი. 2017. 17:58



„TV პირველის" გადაცემა „რეაქციაში" ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ სოსო ოხანაშვილის ჩვენების ჩანაწერზე ისაუბრა.


„სოსო ოხანაშვილი არის, „მელამ მოწმედ თავისი კუდი მოიყვანა" დაახლოებით ეგ ამბავი. ის იძულებული იყო, რომ მამა გიორგის დახმარებოდა სასამართლო პროცესზე და მიეცა მისთვის სასარგებლო ჩვენება, რადგან იგი დაინტერესებული მხარეა და ამ ჯგუფის წევრია. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ვინმემ იცოდა მანამდე, რომ ციანიდი იყო ჩანთაში - სრული აბსურდია. რომ სცოდნოდათ ჩანთაში ციანიდის ადგილსამყოფელი, მამა გიორგის იქვე დააკავებდნენ, სადაც ჩანთას გაატარებდა. მე როგორც ვიცი, მამა გიორგის შესაძლოა პირის ღრუში ჰქონოდა ციანიდი, რადგან დეკანოზი მე მთხოვდა, დახურული კონტეინერით მიმეტანა შხამი. როცა მამა გიორგი ამბობს, პირზე ხელი ამაფარეს და ისე მომიტაცესო, ნიშნავს, რომ კი არ მოიტაცეს, პირის აპარატი დაუკავეს, რომ ციანიდი არ ჰქონოდა", - აცხადებს ირაკლი მამალაძე.

 

აქვე ირაკლი მამალაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ გავრცელებულ ბოლო წერილზეც გაამახვილა ყურადღება:

 

„რაც შეეხება მამა გიორგის ბოლო წერილს, რომელიც ციხიდან გამოაგზავნა. იგი თითქოს ამბობს, რომ მე ციანიდი საკმაოდ ძვირად შევთავაზე. დიდი ბოდიში დამცველებთან, რომ ვერ ვუშოვე თავის ფასში ციანიდი მამა გიორგის", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

 

 









 

big_banner
არქივი