logo_geo
ზვიად ძიძგური: არ უნდა ჩავერიოთ სასამართლოს ფუნქციებში!
- +

9 დეკემბერი. 2016. 14:38




„თუ გვინდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილები,  უნდა შევამციროთ ადმინისტრაციული ხარჯები. მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლების სწორი და თამამი ნაბიჯია, რომელიც თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ გადაიდგა", - ამის შესახებ პარლამეტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ისაუბრა.


ის ასევე შეეხო სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს. მისი თქმით, საქართველოში კვალიფიკაციის პრობლემა არ არსებობს.


„სასამართლო დამოუკიდებელი არ იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს. დღეს არის პოლიტიკური ნება, არ ჩავერიოთ მის საქმეში. ვფიქრობ, საკმაოდ კვალიფიციური შემადგენლობა ჰყავს სასამართლოს, იურიდიული სკოლა ძლიერია და საჭირო არ გახდება უცხოელი კოლეგების მოწვევა. ვფიქრობ, უნდა აღვიდგინოთ ნდობა, არ უნდა ჩავერიოთ სასამართლოს ფუნქციებში და პრობლემაც ამ გზით მოგვარდება", - განაცხადა ძიძიგურმა.


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა დაანონსებულ რევოლუციაზე და ოპოზიციური პარტიების გაერთიანების იდეაზე. მისი თქმით, რევოლუციაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია.


„საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას", ხოლო იმ პარტიებმა, რომლებმაც რევოლუცია დაანონსეს, 5%-იანი ბარიერის გადალახვაც ვერ მოახერხეს. ქუჩაში აქციის უფლება, კონსტიტუციით, ყველას აქვს. რაც შეეხება ოპოზიციური გაერთიანების იდეას, ამის საჭიროება ყოველთვის იყო. როცა ბევრი პარტია ცალ-ცალკე ვერ ახერხებს პოლიტიკური ამოცანის შესრულებას, ეს ერთად უნდა სცადონ", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი