logo_geo
დაავადება ოსტეოქონდროზზე კლინიკა „სიმეტრიას“ ექიმი-რეაბილიტოლოგი თორნიკე ჭელიძე მნიშვნელოვან რჩევებს გაძლევთ
- +

28 სექტემბერი. 2017. 16:38



სამკურნალო-სამედიცინო ცენტრ „სიმეტრიას" ექიმი-რეაბილიტოლოგი თორნიკე ჭელიძე ხერხემლის ერთ-ერთ ქრონიკულ დაავადებაზე - ოსტეოქონდროზზე გვესაუბრება. როგორც მან აღნიშნა, ამ დაავადების გამომწვევი თანდაყოლილი და შეძენილი მიზეზები არსებობს, რომელსაც თავისებური სიმპტომები ახასიათებს. სამკურნალო-სამედიცინო ცენტრ „სიმეტრიაში" კი, ფაქტობრივად, მკურნალობის უალტერნატივო მეთოდს შემოგთავაზებენ, რომელსაც ბიომექანოთერაპია ეწოდება. ექიმი-რეაბილიტოლოგის თქმით, მკურნალობის ამგვარი მეთოდი მედიკამენტოზურ და ქირურგიულ ჩარევას არ ითვალისწინებს. როგორც მან განმარტა, ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალური სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამა დაიწერება, რომელიც ყოველ ვიზიტზე მისი მდგომარების გათვალისწინებით შეიცვლება.

 

- რა სახის დაავადებაა ოსტეოქონდროზი ?

 

- ოსტეოქონდროზი ხერხემლის ქრონიკული დაავადებაა, რომელშიც იგულისხმება მალთაშუა დისკების პირველად განვითარებული დეგენერაციული პროცესი, რაც შემდგომ ხერხემლის ძვალ-მყესოვან აპარატში რეაქტიული და კომპენსატორული ცვლილებების განვითარებას იწვევს. დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები ადამიანის ორგანიზმში ადრეული ასაკიდანვე იწყება, ხერხემლის მალთაშუა დისკოებში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რაც მათ გაუწყლოებას იწვევს, შედეგად დისკი მყიფდება და მცირე დატვირთვის დროსაც კი შეიძლება დაზიანდეს. ეს პროცესი, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს. თუმცა არსებობს ფაქტორები, რომელიც ამ პროცესს აჩქარებს. არსებობს ოსტეოქონდროზის გამომწვევი თანდაყოლილი მიზეზები, მუცლადყოფნის პერიოდში ხერხემლის განვითარების პრობლემები, დისპლაზიური დაავადებები, მეტაბოლური პროცესები და სხვა. ისევე როგორც შეძენილი მიზეზები, რომელიც მოიცავს ტრავმებს, გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას, არასწორ ვარჯიშს, ცხოვრების მჯდომარე წესს, ხშირ გაციებასა და სქოლიოზს.

 

- რა ძირითადი სიმპტომები აქვს აღნიშნულ დაავადებას და რა არის დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი ?


- ოსტეოქონდროზის ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს ადგილობრივი (ლოკალური) და გადაცემითი (ირადიაციული). გარდა ამისა, შეიძლება დაავადების მიმდინარეობისას კიდურების დაბუჟებამ, სისუსტემ და ფუნქციის მოშლამ იჩინოს თავი. ოსტეოქონდროზის მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ გაცილებით მნიშვნელოვანია დაავადების პროფილაქტიკა. ოსტეოქონდროზის დაავადებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჭარბ წონას, ეს დაავადების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ჭარბწონიანი ადამიანი არ ცხოვრობს აქტიური ცხოვრების წესით და შედეგად, ადვილად ვითარდება ოსტეოქონდროზი.


- როგორც უკვე აღნიშნეთ, მკურნალობა ხანგრძლივ პროცესს მოიცავს, კონკრეტულად რა სტადიის გავლა მოუწევს პაციენტს სამკურნალო-სამედიცინო ცენტრ „სიმეტრიაში"?


- ოსტეოქონდროზის მკურნალობა არის ხანგრძლივი პროცესი, ამისთვის პაციენტს სჭირდება ნებისყოფა. ცხოვრების აქტიური წესი, სწორი კვება - რა შემთხვევაშიც ავადმყოფობა არ პროგრესირებს და ხდება რემისია. თუ პაციენტი მოდუნდება, არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს დაავადების სამკურნალოდ, დაავადება პროგრესირდება და შეიძლება მივიდეს ხეიბრობამდე. სამკურნალო -სამედიცინო ცენტრი „სიმეტრია" გთავაზობთ, ფაქტობრივად, მკურნალობის უალტერნატივო მეთოდს, რომელსაც ეწოდება ბიომექანოთერაპია, რაც თავის თავში გულისხმობს მკურნალობის ყველაზე ჯანმრთელ მეთოდს, რომელიც არ ითვალისწინებს მედიკამენტოზურ და ქირურგიულ ჩარევას. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაცია ხდება სწორი და განსაზღვრული შედეგისთვის მიმართული სპეციალური მოძრაობებით, კონკრეტული ჯგუფის კუნთების დამუშავებისა და მათში სისხლის მიმოქცევის გაძლიერების შედეგად ტკივილი ქრება, უმჯობესდება ინერვაცია და რაც ყველაზე მთავარია, ხდება დარღვეული ფიზიკური ფუნქციის აღდგენა. სისხლის მიმოქცევის გაძლიერება თავის მხრივ გულისხმობს დარღვეული ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, ნივთიერებათა ცვლის, რომელიც გახლავთ ოსტეოქონდროზის გამომწვევი ერთ-ერთ მთავარი მიზეზი.

 

- გარდა ამისა, რას აუმჯობესებს კლინიკა „სიმეტრიაში" დანერგილი ბიომექანოთერაპიული მეთოდი და მკურნალობის რა პროგრამას სთავაზობთ პაციენტებს?


- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გარდა, კლინიკა „სიმეტრიაში" დანერგილი ბიომექანოთერაპიული მეთოდი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, სასქესო და იმუნური სისტემების მუშაობას, ასევე დადებით და სასიამოვნო გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნობა განსაკუთრებული პროდუქტიულობის შეგრძნება, რაც დადებითად მოქმედებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. ადამიანი, რომელიც ყურადღებას არ აქცევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს, მიჯაჭვულია საოფისე სამუშაოს და დღის განმავლობაში ხანგრძლივად მჯდომიარე პოზაში ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, წარმოადგენს ოსტეოქონდროზის და სხვა რევმატოიდული დაავადებების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს. არაჯანსაღი წესით ცხოვრება ზრდის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების რისკს, რომელსაც დისკომფორტთან და ტკივილთან ერთად, თან ახლავს გარკვეული ფიზიკური ფუნქციის მოშლა, რომელიც თავის მხრივ იწვევს ვიზუალურ დეფექტს, ტანდეგობის დარღვევას, ასიმეტრიას, რაც გულისხმობს ხერხემლის გამრუდებას, მხრების არათანაბარ განლაგებას, მენჯის ასიმეტრიას და სხვა მრავალ თვალით შესამჩნევ დარღვევას. კლინიკა „სიმეტრიაში" ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ასეთი გამოვლენილი პათოლოგიებისა და ასიმეტრიული სხეულის მკურნალობა-კორექცია. სწორი დიაგნოსტიკისა და კონკრეტული ჯგუფის კუნთების დამუშავების შედეგად, ორგანიზმი ძალიან მალე და ადვილად იბრუნებს თავის ფიზიოლოგიურ სახეს. ყოველი პაციენტისთვის იწერება ინდივიდუალური სამკურნალო - სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც ყოველ ვიზიტზე იცვლება მისი მდგომარების გათვალისწინებით. პირველადი ეფექტი პაციენტს აღენიშნება პირველივე პროცედურაზე, ხოლო საგრძნობი შედეგი უკვე მესამე პროცედურიდან მოდის.


 

big_banner
არქივი