logo_geo
"შევაგროვოთ ხელმოწერები „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ გაუქმების მოთხოვნით!"
- +

9 დეკემბერი. 2016. 15:18


 

 


პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ინიციატივით გამოდის და საზოგადოებას მოუწოდებს, დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" გაუქმებისა და დახურვის მოთხოვნით.


„მინდა, ერთი ინიციატივით გამოვიდე და საზოგადოებას მივმართო, განსაკუთრებით კი - ინტელიგენციის წარმომადგენლებს. სამარცხვინოა, რომ ქალაქში, საიდანაც დავით აღმაშენებლის ძეგლი გააძევეს, სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა დგას!

 

ამიტომაც, გამოვდივარ ინიციატივით - სასწრაფოდ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" გაუქმებისა და დახურვის მოთხოვნით!

 

საქართველოში სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა კი არა, ტუალეტის არ უნდა არსებობდეს!" - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი