logo_geo
დავით მათიკაშვილი: ახალი კონსტიტუციით, მმართველი პოლიტიკური ძალა იუარესებს საკუთარ მდგომარეობას
- +

28 სექტემბერი. 2017. 19:32


„TV პირველის"  გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა გაიხსენა 90-იანი წლები და ახლანდელ ვითარებას შეადარა. მან ისაუბრა იმ დროს და ახლა არსებულ სრულიად განსხვავებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.


„თუ გავიხსენებთ 90-იან წლებს, ყოველთვის, ყველა კონსტიტუციურ კანონში იყო პირდაპირი ჩანაწერი იმის, რომ მოქმედი ხელისუფლება უნდა გაძლიერებულიყო. ერთადერთი შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ყველა მუხლში და ყველა რეგულაციაში არის წინსვლა და წინ გადადგმული ნაბიჯი ამ კონსტიტუციით, და ეს ყველა ექსპერტმა და ვენეციის კომისიამ დაამტკიცა, მაგრამ ყველაზე მთავარი, ვერ ნახავთ, რომ ხელისუფლება იუმჯობესებს თავის პირობებს. პირიქით, როდესაც თუნდაც 2024 წლისთვის ვადგენთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა იუარესებს საკუთარ მდგომარეობას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

დავით მათიკაშვილმა აგრეთვე გააკეთა აქცენტი „ქართული ოცნების" ერთ-ერთ პრიორიტეტზე


„ყოველთვის, როცა კონსტიტუცია იცვლებოდა, მმართველი პოლიტიკური ძალა სათავისოდ იყენებდა. „ქართული ოცნების" ერთ-ერთი პრიორიტეტი მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან არის ის, რომ შექმნას რეგულაცია, რომელიც რომელიმე პარტიის ხელისუფლებაში ძალით მოსვლას აკრძალავს. იმისთვის, რომ ეს მიზანი ყოფილიყო მიღწეული, საჭირო იყო კომპრომისი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ 2020 წლისთვის მაქსიმალურად შემსუბუქდეს ნეგატიური გავლენა და ისე ჩატარდეს არჩევნები, ხოლო 2024 წლისთვის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს", - განაცხადა მათიკაშვილმა. 


 

big_banner
არქივი