logo_geo
შალვა ოგბაიძე: ეს ავტობუსები ტექნიკისა და ტექნოლოგიის „ბოლო ყვირილია“...
- +

16 ნოემბერი. 2016. 20:07


თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქის" დეპუტატი და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე, გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში, ავტომობილის ტექდათვალიერების ოპერატორის შერჩევასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ავტომობილის შემოწმება არა სახელმწიფომ, არამედ სახელმწიფო სექტორში აკრედიტებულმა, გამოცდილმა ოპერატორმა უნდა ჩაატაროს. ასევე, ის დედაქალაქში შემოსულ „MAN"-ის ავტობუსებზეც საუბრობს, რომლის სატენდერო კომისიის წევრიც თავად იყო.


„ამ ავტობუსების რიცხვი 150-მდე გაიზრდება. სხავათა შორის, როგორც ავტოინჟინერმა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ავტობუსები ტექნიკისა და ტექნოლოგიის „ბოლო ყვირილია"... მოკლედ, ყველაფერი ეს იმის მაგალითია, ტენდერი როგორ უნდა ჩატარდეს. სახელმწიფომ „MAN"-ის ავტობუსებზე ტენდერი გამოაცხადა, ხოლო ტენდერის პირობების შერჩევისთვის საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია „მოტმაგდონალდსი" დაიქირავა, რომელმაც უმკაცრესი პირობები ჩამოაყალიბა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება, ანუ საკონსულტაციო ორგანო მოამზადებს იმ პირობებს, რაც ტენდერში გამარჯვებულმა ტექდათვალიერების ოპერატორმა უნდა დააკმაყოფილოს", - აცხადებს ოგბაიძე.

 

 

შალვა ოგბაიძის თქმით, ტენდერში მონაწილეობისთვის, ოპერატორს 15-20 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს და მასში მონაწილეობა ქართულთან ერთად, უცხოურ კომპანიებსაც შეეძლებათ.


„ოპერატორს, რომელიც ტენდერში მონაწილეობას  მიიღებს, ამ სფეროში მოღვაწეობის, მინიმუმ, 15-20 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. მასში მონაწილეობის უფლება კი, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებსაც შეეძლებათ. არსებობს შესაბამისი შეთანხმება-დირექტივა, რომლის თანახმადაც, ახალი ავტომობილი პირველ დათვალიერებას, გამოშვებიდან ოთხი წლის შემდეგ გადის, მერე  - ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გამოშვებიდან ათი წლის შემდეგ კი - წელიწადში ერთხელ", - აღნიშნავს ოგბაიძე.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი