logo_geo
რეზო ამაშუკელი: ქვეყანა ცუდად იმიტომ არის, რომ სააკაშვილი გაიქცა და ციხეში არ მოხვდა!
- +

9 დეკემბერი. 2016. 17:10



პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე საუბრობს. როგორც თავად ამბობს, ქვეყანა იმიტომ არის ცუდ დღეში, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ზის.


„დღეს ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ ლარი გაიქცა, მე კი ვამბობ - ქვეყანა ცუდად იმიტომ არის და ლარიც იმიტომ გაიქცა, რომ სააკაშვილი გაიქცა და ციხეში არ მოხვდა! დიახ, თუ სიმართლე გინდათ, სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი, მაგრამ მე ბევრად მირჩევნია, რომ აქ ძაღლის თავის მაგივრად, ის კრეტინი სააკაშვილი იყოს დამარხული. ამას პირდაპირ ვამბობ და პრანჭიაობა არავინ დამიწყოს!" - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი