logo_geo
„გოგონები, რომლებმაც საკუთარი სიკვდილი გადაიღეს“ - ტრაგედია facebook-ის პირდაპირ ეთერში
- +

9 დეკემბერი. 2016. 23:19



მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სოციალურ ქსელ facebook-ის ახალი ფუნქცია - პირდაპირი ეთერი, იგივე live უფროდაუფრო პოპულარული ხდება.


ადამიანები მობილური ტელეფონებიდან facebook-ის დახმარებით პირდაპირ ერთვებიან სახლიდან, სამსახურიდან, ქუჩიდან, მათ შორის ტრანსპორტიდანაც, იმ დროსაც კი, როდესაც პარალელურად მანქანას მართავენ. ამ დროს კი ნაკლებად ვაანალიზებთ იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა live-მა მოგვიტანოს.


სწორედ მსგავსი რამ შეემთხვა პენსილვანიელ ბრუკ მირანდა ჰუჯს, რომელიც ავტომობილის მართვის პარალელურად facebook-ის  პირდაპირ ეთერს რთავდა, რის შედეგიც ფატალური გამოდგა, გოგონა თანამგზავრთან, მეგობარ 19 წლის სანია მორისონ ტომთან ერთად ავარიაში მოჰყვა. სამწუხაროდ, ორივე დაიღუპა. მათ მანქანას უკნიდან ტრაილერი დაეჯახა.


შემთხვევა პენსილვანიაში, ღამით მოხდა. რვაწუთიან ვიდეოში, რომელიც მომხდარ ამბავს ასახავს, ისმის გოგონების ხმა და ასახულია შეჯახების მომენტიც... ვიდეოში ჩანს, როგორ ნათდება ავტომობილი შიგნიდან და ისმის დამუხრუჭების ხმა, მომდევნო 7 წუთი მანქანაში სიჩუმე და სიბნელეა, შემდეგ კი ისმის მამაკაცის ხმა და ჩანს მისი სახე დაბურულად.


ვიდეო უკვე წაიშალა facebook-დან და პოლიციის ინფორმაციით, მას გამოძიება გამოიყენებს. ტრეილერის მძღოლი, მაიკლ ჯეი პარკი  ავარიისას არ დაშავებულა. როგორც Scranton Times-Tribune-ს გამომძიებელმა უთხრა, ჯერჯერობით უცნობია ტრეილერის მძღოლს მოუწევს თუ არა პასუხისგება.


მომხდარს უკვე გამოეხმაურა facebook-ის  წარმომადგენლობა. პრესპიკერ ანდრეა საულის განცხადებით, ადამიანები, ვინც უყურებს facebook-ის  live-ვიდეოს და მიიჩნევენ, რომ ეს ვიდეო შეიცავს ძალადობის ნიშნებს ან საფრთხე ემუქრება ვიდეოში მონაწილე პირებს, მოუწოდებს მაყურებლებს, ვიდეო „დაარეპორტონ", რის შემდეგაც facebook- შესაბამის ზომებს მიიღებს.

 

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ადამიანებს, იმ შემთხვევაში თუ ლაივვიდეოს დროს ადამიანს ხედავენ საფრთხეში, შეატყობინონ სამართალდამცავებს", - განუცხადა ანდრეა საულმა Scranton Times-Tribune-ს.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი