logo_geo
ირაკლი გოგავა: სააკაშვილმა ხალხი პირწმინდად გაძარცვა და ნულზე დასვა
- +

5 ოქტომბერი. 2017. 18:56



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ „საერთო გაზეთთან" საუბარში მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდი გაიხსენა.


„სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობა, რამდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ, პირველი, მან მოინდომა გარკვეული რეფორმების ჩატარება, ასე ვთქვათ, მოდერნიზაცია. ეს იყო მისი ჩანაფიქრი, რომლის შესრულებაც ფასადების ღებვით დაიწყო. პირველ ნაბიჯს, მეორე, სიღრმისეული პროცესი მოჰყვა, სააკაშვილმა სამართალდამცავი სტრუქტურებისგან სადამსჯელო ორგანიზაციების ქსელი ჩამოაყალიბა. მოსახლეობისგან. საქართველოსთვის ასტრონომიული თანხებია, რაც მათ ამოიღეს, თანაც ეს ხდებოდა ნახევრად ოფიციალურად, საპროცესო გარიგებების მეშვეობით. 2012 წლის ჩათვლით, ქვეყანაში აღძრული იყო 900 000-მდე სს-ის საქმე, რომელთა უმეტესობა საპროცესო გარიგებით დასრულდა. გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 1% თუ იქნებოდა", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


ირაკლი გოგავა აქვე აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მოცემული პერიოდისთვის დაახლოებით 18 მილიარდამდე ლარია ამოღებული მოსახლეობიდან. ეს ფული კი წავიდა ნაციონალების მიერ შექმნილ სამ თუ ოთხ ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციებში. ეს ორგანიზაციები დღეს აღარ არსებობს, რადგან დაიკარგა ან საზოგადოება არ იცნობს.


„ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ბიზნესმენებს პირდაპირ ოფშორულ ანგარიშებზე არიცხვინებდნენ ფულს, მათ „დირექტივებს" აძლევდნენ, რამდენი უნდა ჩაერიცხათ კონკრეტული ფონდის ანგარიშზე, რამდენი ნაწილი ოფშორულ ანგარიშზე და ა.შ. დღეს გვიკვირს, ეკონომიკა ვერ ვითარდებაო, მოსახლეობისგან ამხელა ფულს რომ ამოიღებ, ეკონომიკა როგორ განვითარდება, იმ თანხის ნაწილი ხომ ისევ რეინვესტირებას უნდა მოხმარებოდა. ინვესტიცია მილიონერმა და ბიზნესმენმა უნდა განახორციელოს, ეს ხალხი კი პირწმინდად გაძარცვა სააკაშვილმა და ნულზე დასვა. ქვეყანაში არსებული კრიზისი, რომელიც ვერა და ვერ იქნა გადაწყვეტილი, იმ პერიოდიდან მომდინარეობს, ჩვენ ფული არ გვაქვს, უცხოური ფული კი ძალზე ძვირია. ნაციონალები თავს რომ იწონებენ, კორუფცია მოვსპეთო, კორუფციის აღმოფხვრა კი არა, მისი ერთ ხელში კონსოლიდაცია მოხდა", - აცხადებს ირაკლი გოგავა.










 

big_banner
არქივი