logo_geo
ირაკლი გოგავა: სააკაშვილმა სხვა სცენარის ძებნა დაიწყო...
- +

6 ოქტომბერი. 2017. 17:01

 


„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა „საერთო გაზეთთან" საუბარში იხსენებს 2007 წლის შემოდგომაზე განვითარებულ მოვლენებს.


„სააკაშვილმა დაიწყო ისეთი სცენარის ძებნა, რომლითაც უსასრულოდ თუ არა, მაქსიმალურად  გაიხანგრძლივებდა ხელისუფლებაში ყოფნას. მან ასეთ სცენარად წარმატებული ომი ჩათვალა, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდს დაამთხვიეს. სააკაშვილი უმეგობრდება სენატორ მაკ-კეინსა და მის ჯგუფს, მაკ-კეინი გახლავთ ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. ამ კომპლექსის უმეტესი წილი კერძო სექტორს ეკუთვნის, ეს არის გიგანტური საწარმოები, რომლებიც უშვებენ თვითმფრინავებს, ძრავებს, ჯავშანტექნიკას და ა.შ. ამ უზარმაზარ ინდუსტრიას ათეულობით ლობისტი ჰყავს კონგრესსა და სენატში, რომლებიც სხვადასხვა საკითხს ლობირებენ. ეს ჯგუფი დიდ ფულს შოულობს იარაღზე, ნებისმიერ შეკვეთაში 20-30 %-იანი მოგება აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არასტაბილური მდგომარეობა იყოს, რაც მათთვის დამატებითი შეკვეთა იქნება. ამ ჯგუფისთვის სააკაშვილი საინტერესო აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც საქართველო განლაგებულია საკმაოდ ფეთქებადსაშიშ რეგიონში", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


როგორც ირაკლი გოგავა გაზეთთან საუბარში აღნიშნავს ამ ჯგუფმა დაინახა, რომ საქართველოს სახით შეიძლებოდა მსხვილი შეკვეთის მიღება, მაგრამ მათ სამიზნეს არა საქართველოს ბიუჯეტი, არამედ ამერიკის ფედერალური ბიუჯეტი წარმოადგენდა.


„ფულის კეთების კლასიკური მაგალითია აშშ-ის სამხედრო კამპანია ერაყში, რომელზეც ოთხი ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. ჩათვალეთ, რომ ამ ასტრონომიული თანხის 20-25% მათ ჩაიდეს ჯიბეში. ამ ჯგუფს აკონტროლებს ბუშების ოჯახი, დიკ ჩეინი, ლუგართან დაახლოებული ფირმები და ამ ფირმებმა დაახლოებით ტრილიონი დოლარი მოგება ნახეს ერაყის კამპანიაზე. ეს კამპანია უკვე დამთავრდა, ე.ი. რაღაც ახალი აქვთ მოსაფიქრებელი, უნდა შეიქმნას ახალი პატარ-პატარა კონფლიქტები. მაკ-კეინის ჯგუფი ძაბავს სიტუაციას, მერე პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს საკითხს, რომ დავუშვათ, საქართველოს დავეხმაროთ, გამოვუყოთ კონკრეტული შეიარაღება, იქით უკრაინას, კამბოჯას ან ნებისმიერ ქვეყანას, შემდეგ გააქვთ ეს საკითხი კონგრესზე და იღებენ", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


ირაკლი გოგავას თქმით, ამერიკაში პრობლემა ისაა, რომ ქვეყნის ბიუჯეტს კონგრესი ამტკიცებს, შესწორებაც მას შეაქვს და არა პრეზიდენტს.


„პრეზიდენტებს უჭირთ კონგრესთან გამკლავება, ასე გამოიყოფა ხოლმე ასეულობით მილიონი დოლარი. პენტაგონის ბიუჯეტი 600 მილიარდი დოლარია, მომავალ წელს დაახლოებით 700 მილიარდი იქნება, აქედან დაახლოებით 1⁄3 სამხედრო შეკვეთებია, საიდანაც მოგება დარჩებათ ხსენებულ ბატონებს", - აცხადებს ირაკლი გოგავა.







 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი