logo_geo
მამუკა არეშიძე: ვანო მერაბიშვილმა მოსკოვიდან კრიმინალური ჯგუფის ლიდერი ჩამოიყვანა...
- +

6 ოქტომბერი. 2017. 18:37



ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ვერსიასთან" ინტერვიუში სოფელ კუმურდოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„სომეხ ჟურნალისტებს ვესაუბრე, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი დამისახელეს. როგორც მითხრეს, კუმურდოში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტები აქეზებდნენ ადგილობრივებს. სომეხმა ჟურნალისტებმა თქვეს, ხალხს მოვკითხეთ, ვეძებეთ ხაჩკარი, რომლის დადგმასაც ადგილობრივები ითხოვენ და ვერ ვიპოვეთ, ხაჩკარი, უბრალოდ, არ არსებობსო; ასევე, მითხრეს, რომ კუმურდოელებს აქეზებდნენ თავად სომხები, ოღონდ არა - კუმურდოელები და ადგილობრივებმა გვითხრეს, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიანო. არაფერს ვამტკიცებ, რადგან იქ არ ვყოფილვარ, თუმცა სომეხი ჟურნალისტების ნათქვამს ვიმეორებ, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან. კუმურდოში პირველად 1986 წელს ჩავედი და მაშინაც ზუსტად იგივე ვითარება იყო, როგორიც დღესაა. ადგილობრივ სომხებს თავში ჰქონდათ ჩაბეჭდილი, რომ ეს სომხური ისტორიული, კულტურულ-მატერიალური ძეგლია და იქ მათი წინაპრები მარხია, თან ეკლესიის ეზოში კი არა, იატაკის ქვეშ. ასევე აცხადებენ, რომ ეკლესიის წარწერები ძველ სომხურ ენაზეა შესრულებული. ეს მტკნარი სიცრუეა. სომხური მოსახლეობა მაშინაც აგრესიულად იყო განწყობილი და მახსოვს, ჩვენი ჩასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მხოლოდ კუმურდოს ტაძრის დათვალიერება კი არა, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა, კერძოდ ის გახდა, რომ რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტები სცემეს და გამოყარეს.

 

სომეხ ჟურნალისტებს ვკითხე, თუ ხაჩკარი 40, 30 წლის წინ ვერ შეიტანეს, მაინცდამაინც მაშინ რატომ მოინდომეს, როცა რესტავრაცია განახლდა? ხომ ასდის ამას პროვოკაციის სუნი-მეთქი? სომეხი ჟურნალისტი დამეთანხმა. გეტყვით, როგორ მართავდა ვანო მერაბიშვილი ამ რეგიონს. მოსკოვში ძალიან სერიოზულ ყოფილ კრიმინალურ ჯგუფს, რომელსაც ახლა ბიზნესჯგუფს ეძახიან, წარმოშობით ახალქალაქელი ლიდერი ჰყავს, რომელიც უმდიდრესი კაცია და ჯავახეთის მოსახლეობაზე უზარმაზარი გავლენა აქვს. რა თქმა უნდა, მისი სახელი და გვარი ვიცი, მაგრამ არ გეტყვით. ეს ადამიანი ჩამოიყვანა ვანო მერაბიშვილმა, პირადად უმასპინძლა, გადასცა წილი ნინოწმინდის გაზმომარაგების ფირმაში ანუ მას დღემდე წილი აქვს ჯავახეთის გაზმომარაგებაში; ამის სანაცვლოდ კი ის მიიღო, რომ ჯავახეთში სიმშვიდე ყოფილიყო და ვანო მერაბიშვილის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა. დღეს კი ვიღაცას იქ სიტუაციის არევა აწყობს... არ ვიცი, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს თუ არა იმ პიროვნებასთან კონტაქტი, მაგრამ ახალქალაქში პრობლემები არაა და უცებ კუმურდოში ასეთი ამბავი ატყდა, ე. ი. ვიღაცამ მოინდომა ამ ხალხის აჯანყება. საერთოდ, პრორუსული ძალები, ჯავახეთის გარდა, სხვა რეგიონებში პროცესს ვერ მართავენ. ქვემო ქართლსა თუ კახეთის ზოგიერთი ადგილას პრორუსული ძალებისთვის „სამუშაო" აღარ დარჩა, რადგან იქ ისლამისტური ძალები არიან, რაც ბევრად სახიფათოა. პირდაპირ ვამბობ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ქართულ მედიაში ვიღაც განუწყვეტლივ პედალირებს პრორუსულობაზე, რათა ყურადღება გადაიტანოს იმ საკითხიდან, რომელზეც ვსაუბრობ. რა მნიშვნელობა აქვს, ძალა პრორუსული იქნება თუ პროისლამისტური, თუ ის ქვეყნის დაშლაზეა ორიენტირებული?! ამიტომ ყველაფერი ეს ერთ ქვაბში უნდა მოვაქციოთ და ვიცოდეთ, რომ ასეთი ძალების მიმართ კონსოლიდირებული ბრძოლაა საჭირო", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.













 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი