logo_geo
გედევან ფოფხაძე: საზოგადოება უნდა იყოს აქტიური არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ მის შემდეგაც
- +

7 ოქტომბერი. 2017. 15:19


„ჩემი აზრით, საზოგადოება არ უნდა ფიქრობდეს არჩევნებზე, როგორც მარტო პოლიტიკურ პროცესზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში განაცხადა.


ფოფხაძე თვლის, რომ „ქართული ოცნება" მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი დაინტერესება არჩევნების მიმართ მაღალი იყოს.

 

„მიმაჩნია, რომ საზოგადოებას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ისევე აქვს, როგორც პოლიტიკოსებს. თუ ჩვენ გვინდა პოლიტიკოსებისგან მეტი პასუხისმგებლობა, საზოგადოება უნდა იყოს აქტიური არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ მის შემდეგაც. ხალხს უნდა აინტერესებდეს თავისი ქვეყნის ბედი.

 

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება" მაქსიმუმს აკეთებს, იმისთვის, რომ საზოგადოება ამ არჩევნების მიმართ რაც შეიძლება მეტად დაინტერესებული იყოს. საზოგადოებას კახა კალაძის სახით ერთ-ერთი წონადი პოლიტიკური ლიდერი შევთავაზეთ.

 

მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს ამ გუნდის პროგრამაც და მისი წარმომადგენლებიც. საზოგადოებას მივმართავ, არ დაიზარონ, მოვიდნენ არჩევნებზე და მისცენ ხმა „ქართულ ოცნებას" და მის კანდიდატებს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


 

big_banner
არქივი