logo_geo
მამუკა არეშიძე: სამწუხაროდ, ამის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია...
- +

9 ოქტომბერი. 2017. 19:09


 

გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ სირიასთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმაზე ისაუბრა. საქმე ეხება რუსეთის ზეწოლით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობას.

 

„სამწუხაროდ, ეს შესაძლებელია და ამის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. სირიის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა ჩვენ კი არა, ჩვენს პარტნიორებსაც არ ძალუძთ. თუმცა უნდა ესმოდეთ, რომ თუ ასეთი ნაბიჯი გადადგეს, ამით დაშლის პირას მყოფ საკუთარ ქვეყანას უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდებენ", - აცხადებს მამუკა არეშიძე.


აქვე მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რომ ამგვარი აღიარებით, რისი წინააღმდეგიც გაერო-ს წევრთა გადამწყვეტი უმრავლესობა იქნება, უახლოეს მომავალში შექმნიან პირობას, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე სირიაც დადგეს.


„ამ ეტაპზე სირიის ხელმძღვანელობა „ისლამურ ხალიფატთან" მნიშვნელოვან ბრძოლებს იგებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულებულია და სირიის გაყოფა დღის წესრიგში აღარ დგას. არ არის გამორიცხული, ხვალ და ზეგ დადგეს ჩრდილოეთ სირიაში მცხოვრები ქურთების გამოყოფის საკითხი. ვფიქრობ, დამასკოში უნდა აცნობიერებდნენ ამ ხიფათს, მიუხედავად რუსეთის ზეწოლისა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ge:"GEO/KAT"'>საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტს დღეს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში გადააგზავნა.



26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.


ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი