logo_geo
ვახტანგ მაისაია: რუსეთი ცდილობს, აღიარების მეორე ტალღა ააგოროს
- +

10 ოქტომბერი. 2017. 16:43


რამდენიმე დღის წინ სოხუმში სირიისა და სერბეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. რაში აძლევთ ხელს სეპარატისტულ ჯგუფებთან კავშირი ნაციონალისტური მიმართულების ხელისუფლების წარმომადგენლებს, მით უმეტეს, რომ სერბეთს კოსოვოს პრობლემა აქვს, ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

 

„რუსეთი ბალკანეთის მიმართულებითაც გააქტიურდა. რუსეთი აპირებდა მონტენეგროში გადატრიალების მოწყობას და პროდასავლური პრემიერ-მინისტრის გადაყენებას, მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა. სერბეთი ის ქვეყანაა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს მხარი არ დაუჭირა. ფაქტობრივად, რუსეთსა და სერბეთს ბევრი საერთო ინტერესი გააჩნიათ.

 

მე არ ვიცი, სერბეთიდან სოხუმში რა დონის დელეგაცია ჩამოვიდა. სირიის კარტის გათამაშება დე-ფაქტო სოხუმის მიმართულებით რუსებისაგან გასაგებია, მაგრამ სერბეთის წარმომადგენლების ჩასვლა საშიშია. თავის დროზე, როცა რუსეთს უნდოდა დე-ფაქტო აფხაზეთის აღიარება, მან ეს ტალღა საკმაოდ აქტიურად ააგორა. თუმცა დე-ფაქტო აფხაზეთის აღიარების ტალღა ჩაეფუშა. ვენესუელასა და ნაურუს გარდა, არავინ ცნო აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. როგორც ჩანს, ახლა რუსეთი ცდილობს, აღიარების მეორე ტალღა ააგოროს. კატალონიასა და სირიის ქურთისტანში რეფერენდუმები ჩატარდა და რუსეთს სურს, ამ ფონზე მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხი გააცოცხლოს, უნდა, აღიარების მეორე ტალღა დაიწყოს", - განაცხადა მაისაიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი