logo_geo
ხელმძღვანელობდნენ თუ არა სპეცოპერაცია „აიკონ II“-ის დროს დაკავებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას „კანონიერი ქურდები“?!
- +

10 დეკემბერი. 2016. 17:44


 

გასულ კვირას ესპანეთში სპეცოპერაცია, სახელწოდებით „აიკონ II" ჩატარდა, რომლის შედეგადაც ქართველთა მასობრივი დაკავება მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნატრიაშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში „კანონიერი ქურდების" დაჯგუფების წევრებთან შესაძლო კავშირებზე საუბრობს.



„ესპანეთში დაკავებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არა მხოლოდ ქართველები, არამედ სხვა ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის მოქალაქეებიც იყვნენ. გამოძიება დაადგენს, ვინ იდგა აღნიშნული დაჯგუფების უკან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2015 წლამდე ესპანეთში ქართულ კრიმინალურ-დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი. 2015 წელს იგი ესპანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს, ბუნებრივია, არსებობს ინფორმაცია მის სავარაუდო შემცვლელთან და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან და პერსონალური ინფორმაციის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მათ ვინაობას ვერ გავამხელთ", - განაცხადა დავით ნატრიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი