logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: დიახ, მეც იმ ნაწამებ(!) ჟურნალისტთაგან ერთ-ერთი ვარ და ვიდრე კიდევ რამე სისულელეს იტყოდეთ, პირი გამოირეცხეთ!
- +

12 ოქტომბერი. 2017. 03:49



ძვირფასო მკითხველო, მოთმინებასაც აქვს და თუ მკითხავთ, უნამუსობასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი, მაგრამ ჩვენს რეალობაში ძაღლების ნაცვლად კატები ყეფენ და რა გინდა, რომ ქნა?!...


ბევრი ჩემი კოლეგისა არ იყოს, ვუყურებთ მიმდინარე მოვლენებს და ხშირად - „დუმილი ოქროაო", თავს ვიმშვიდებთ და ვდუმვართ. და უფრო ხშირად ისიც გვავიწყდება, რომ დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო!


ახლაც ასეა!

როგორც მუხრანი იტყოდა - დუმილი რეკავს!


მოკლედ, მიჰას ანასხლეტთა გასაგონად  ვწერ:  ერთ ლარად შეძენილი ქონების გამო დუჟმორეულები დარბიხართ და ამავე პროექტებში ჩადებული ათეულობით მილიონი ლარის დანახვა თვალებს გჭრით და მეტიც -  ამის აღიარებაც საკუთარ სისუსტედ მიგაჩნიათ!


რას ვიზამთ, ვისაც ობიექტურობის შეგრძნება შეგვრჩენია და შექმნილის დანახვაც შეგვიძლია, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით, ბატონებო და თქვენივე აქციებზე გაშლილი თუ დაკეცილი ქოლგები თქვენთვისვე გამოიზოგეთ!

აქვე, ის ზონდერბრიგადებიც არ დაგავიწყდეთ, 7 ნოემბერსა და 26 მაისს სისხლის გუბეებს რომ აყენებდნენ თბილისის ქუჩებში და მინიმუმ, შეგრცხვეთ, დღეს თითო მოღუტუნებაზეც რომ კივიხართ!


ერთიცაა: მესიჯბოქსები შეცვალეთ, ბატონებო!

წესით, აქციის დარბევაზე ხმას საერთოდ არ უნდა იღებდეთ და თუ მაინცდამაინც, გლდანის ეკლესიის დარბევით დაიწყეთ საუბარი, გიგას, გიორგის, ზურას, ვანოს და მიშას ერთობლივი გადაწყვეტილებით რომ მოაწყეთ სისხლის კალო თქვენი ზეობის პირველსავე წლებში!


ნურც რომელიმე ან, გნებავთ კოლექტიური „კოტიკოს" „გატაცებაზე" დაგცდებათ სიტყვა. გატაცება გირგვლიანისა იყო, თუ იყო და კი გახსოვთ ეგეც გველის ნაკბენივით!


ნურც ჟურნალისტების შევიწროვებაზე დაიღლით ენებს!

ჟურნალისტების წამება და ცემა 26 მაისს უნდა გენახათ თქვენ... სიმართლე რომ ვთქვათ, კარგადაც ხედავდით, მაგრამ თქვენს წილ პასუხისმგებლობაზე რომ აღარ ვთქვათ არაფერი, მაშინ დუმილი თქვენთვის იყო ოქრო. დიახ, მეც იმ ნაწამებ(!) ჟურნალისტთაგან ერთ-ერთი ვარ და ვიდრე კიდევ რამე სისულელეს იტყოდეთ, პირი გამოირეცხეთ!


„ძაღლი შინ არ ვარგოდაო" და იმ გარეთ გაქცეულს მთლად პოლიტიკურ სანაგვეზეც ნუ ჩაყვებით... არადა, თავის გატეხვა ნამდვილად ჯობდა თქვენს დღევანდელ ყოფას... თქვენი გატეხილი სახელიც იმ დუჟმორეულ გიჟს გაჰყვა უკრაინის მადლიან მიწაზე!








 

big_banner
არქივი