logo_geo
ზვიად ძიძიგური: ვალუტის კურსთან დაკავშირებით რაც ვთქვი, ძალიან მარტივი არითმეტიკაა
- +

10 დეკემბერი. 2016. 23:25



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გადაცემაში „პიანი ბაზარი", ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დოლარის მასა არ არის შემცირებული და შესაბამისად, არც კრიზისი არ არის მოსალოდნელი.

 

„მე მაქვს მათემატიკური განათლება, ინჟინერი ვარ. ვალუტის კურსთან დაკავშირებით რაც ვთქვი, ძალიან მარტივი არითმეტიკაა. ერთ მხარეს არის ლარის მასა, მეორე მხარეს დოლარის მასა. როდესაც დოლარის მასა მცირდება, მაშინ იქმნება კრიზისი და ხდება დეფლაცია. დოლარის მასა არ არის შემცირებული. ლარის კურსთან დაკავშირებით ემოციური ფონი იყო. იმ დღეს თურქეთში 20%-ით შეიცვალა ლირის კურსი. ვინაიდან, ჩვენი ბიზნესი ძალიან სერიოზულად არის ჩამოკიდებული თურქულ ბიზნესზე, შეიქმნა აჟიოტაჟი", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 


 

big_banner
არქივი