logo_geo
ზვიად ძიძიგური: ციხიდან რომ გამოვიდოდი, შევარდნაძე უნდა ჩამომეგდო
- +

11 დეკემბერი. 2016. 02:01


 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური გადაცემაში „პიანი ბაზარი" ციხეში ყოფნის პერიოდს იხსენებს. როგორც თავად ამბობს, ერთადერთი მიზანი,  ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობიდან გადაყენება იყო.


„მე 13 წელი მქონდა მისჯილი და დაგეგმილი მქონდა, ეს დრო როგორ უნდა გამეტარებინა. ყოველ დილით ვდგებოდი 7 საათზე და ვლოცულობდით ყველა ერთად. ჩემს ძმასთან, სიძესთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად ვიჯექი. შემდეგ ვვარჯიშობდით, დავრბოდით ყოველ დილით 3-4 კილომეტრს იმიტომ კი არა, რომ ჯანმრთელი ვყოფილიყავი. იმიტომ, რომ ჩაბეჭდილი მქონდა თავში, ციხიდან რომ გამოვიდოდი შევარდნაძე უნდა ჩამომეგდო", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.  


 

big_banner
არქივი