logo_geo
ზაზა კოლელიშვილი: ლიკა ჩემთვის სისპეტაკის, სისუფთავისა და გულკეთილობის განსახიერებად დარჩება
- +

16 ოქტომბერი. 2017. 17:57


მსახიობი ზაზა კოლელიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს.

 

„ნატვრის ხის" გადაღებისას დავუახლოვდი. მერე ზოგჯერ ვხვდებოდით, ბოლოს ორი თვის განმავლობაში კი თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. გამოფენისთვის ემზადებოდა. ნახატები უკვე ჩარჩოებშია ჩასმული. გარდაცვალების წინ, ღამის 2 საათზე დამირეკა, მოგეხმარები ნახატების გადატანაშიო. დაწყნარდი, შენ სახლში იყავი, მაგაზე როგორ გაწვალებ-მეთქი.

 

დილიდან ველოდი, მაგრამ არ დამირეკა. 3 საათზე მე დაურეკე - არ მიპასუხა. თურმე, გარდაცვლილი იყო. საღამოს ვიფიქრე, ავუვლი-მეთქი. მის სახლს რომ მივუახლოვდი, ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, სად ხარო. რომ გაიგო, ლიკასთან ავდიოდი - ვაიმე, მამა, არ ახვიდე, გარდაიცვალაო. ელდისგან სადარბაზო ამერია. როგორ ავედი, არ მახსოვს.

 

19 ოქტომბერს გამოფენა მაინც გაიხსნება, სამწუხაროდ, ლიკას გარეშე. ფილმის გადაღებასაც ვგეგმავდით. გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით მრავალი ვერსია გაჩნდა. მინდა ვთქვა, არავითარი დეპრესია არ აწუხებდა. სტიმული ჰქონდა, ათასი გეგმა, მაგრამ გულმა უღალატა. დილით პროდუქტები უყიდია სალათის მოსამზადებლად. მერე, ეტყობა, ცუდად გახდა და ხალათმოცმული მიწოლილა. ექსპერტიზამ გამორიცხა საწამლავი, ნარკოტიკული ნივთიერება, ანტიდეპრესანტული მედიკამენტები. ეს იყო გული! გახდომას აპირებდა და რაღაც აბებს სვამდა, თუმცა ყველა კითხვას ექსპერტიზა გასცემს პასუხს.

 

ლიკა ჩემთვის სისპეტაკის, სისუფთავისა და გულკეთილობის განსახიერებად დარჩება. შტერულად კეთილი და ძალიან მორცხვი იყო. ამბობენ, ბოლო წლებში ჩაკეტილი იყოო. ლიკას ნახატებში კი ნათლად ჩანს, როგორ ხასიათზეც იყო", - აცხადებს ზაზა კოლელიშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი