logo_geo
„მიშა და 2-3 კაცი წყვეტდა ყრილობაზე ყველაფერს და დელეგატები იძახდნენ „ვაშას“
- +

11 დეკემბერი. 2016. 23:21


 


ტელეკომპანია „ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „tvპირველის" ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობასთან დაკავშირებიტ ისაუბრა. როგორც ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ყრილობას ჰქონდა ცერემონიული ხასიათი. მიშა და 2-3 ადამიანი გადაწყვეტდნენ, რა უნდა გადაეწყვიტა იმ ყრილობას. გამოიტანდნენ გადაწყვეტილებას, გააცნობდნენ ყრილობის დელეგატებს, დაიძახებდნენ ვაშას და ყრილობა დაიშლებოდა.

 

„შეიძლება კამათი ყოფილიყო ყრილობის დელეგატების შერჩევის წესზე და არა რაოდენობაზე. შენ თუ აკეთებ 7000-იან ყრილობას, შენ გინდა იგივენაირად ჩაატარო ყრილობა როგორც აქამდე ტარდებოდა. „ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობა დემოკრატიულად ხომ არასოდეს არ ჩატარებულა? ყრილობას ჰქონდა ცერემონიული ხასიათი. მიშა და 2-3 ადამიანი გადაწყვეტდნენ, რა უნდა გადაეწყვიტა იმ ყრილობას. გამოიტანდნენ გადაწყვეტილებას, გააცნობდნენ ყრილობის დელეგატებს, დაიძახებდნენ "ვაშას" და ყრილობა დაიშლებოდა.

 

„ნაცმოძრაობა" 1 კაცის პარტია არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ მას ყოველთვის ძალიან ვიწრო წრე მართავდა. მიხეილ სააკაშვილი იყო, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, სხვებიც, მაგრამ ძირითადად რამდენიმე ადამიანის მიერ წყდებოდა", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.


 

big_banner
არქივი