logo_geo
კახა კალაძე: ვინც ამას გაბედავს საკუთარი ფეხით წავა ციხეში!
- +

19 ოქტომბერი. 2017. 00:44



„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „tvპირველის" ეთერში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი 9 წლის განმავლობაში ბიზნესებს ავიწროვებდნენ.


„თქვენ ამჩნევთ განსხვავებას დღევანდელ სიტუაციასა იმას შორის რაც 2012 წლამდე ხდებოდა?! ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ბიზნესის წართმევებით, ღამე დაბარებებით. ამ რეალობაში ხომ ვცხოვრობდით ?! საბედნიეროდ, ეს ხომ წარსულს ჩავაბარეთ და ვერავინ გაბედავს ,ვერცერთი ჩინოვნიკი ასეთი რაღაცა იკადროს. ვინც ამას გაბედავს საკუთარი ფეხით წავა ციხეში.

 

„ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში ბიზნესს აუბედურებდნენ, ხალხს რა დღეში აგდებდნენ. დღეს არის აბსოლუტურად თავისუფალი გარემო ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ხელკეტებით არავის არ დასდევენ და საარჩევნო პროცესის განმავლობაში ხელს არავის არ უშლიან" , -განაცხადა კალაძემ.


 

big_banner
არქივი