logo_geo
„აგატა კრისტობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, ვისი ხელი ურევია გუშინდელ აქციაში“
- +

11 დეკემბერი. 2016. 23:25



GIPA-ს ლექტორი, მაგისტრი ზაზა სიამაშვილი მოძრაობა „თეთრი ხმაურის" მიერ მოწყობილ აქციას facebook-ის საკუთარი გვერდიდან ეხმაურება.


„რ ვარ მომხრე ლეგალიზაციის, მაგრამ მოწევისთვის დაჭერაც არ მიმაჩნია გამართლებულად. ახლა ამ აქციის შესახებ: აშკარად ნაცების ხელია გარეული და ნუ შემეწინააღმდეგებით! ეს აშკარაა და ყველამ მითხრა ამის შესახებ, კიდევ ვიმეორებ: ასე დიდ გულზე მხოლოდ ის გარეწრები იქცევიან, მათი ხელწერაა პროვოკაცია. აი, ეს არის დანაშაული!!!!"- ამის შესახებ სოციალურ ქსელში  ზაზა სიამაშვილი წერს და ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც აქციის მონაწილე პოლიციელებს „გადავლით" ემუქრება.


„ფოსტალიონი" სიამაშვილს დაუკავშირდა და 10 დეკემბრის აქციის შესახებ მისი აზრი უფრო დაწვრილებით გამოკითხა


- ბ-ნო ზაზა, თქვენს ფეისბუქ-სტატუსში ეჭვი გამოთქვით, რომ აქცია ვიღაცის მიერ იმართებოდა.


- დიახ სწორედ ამ აზრის ვარ. გაიხსენეთ გირჩი და საახალწლოდ მარიხუანას პირდაპირ ეთერში დარგვა. ამის მიხვედრას აგატა კრისტობა არ სჭირდება.


- თქვენ მუდმივად ახალგაზრდებთან გაქვთ ურთიერთობა და ალბათ იცით რეალური სურათის შესახებ. მომხმარებლებს დღესაც დასდევს პოლიცია და ციხეში კეტავს?


- დღეს ძალიან გავრცელებულია მოხმარება. შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, თუმცა თქვენ კითხვას კითხვითვე ვუპასუხებ: ბოლო დროს, გსმენიათ ვინმე დაეკავებინოთ მარიხუანას მოხმარებისთვის? ახლობლებშიც გაიკითხეთ. დღეს ამისთვის არავის აღარ იჭერენ. ჩემი ყოფილი სტუდენტი ახლა პოლიციაში მუშაობს და როცა კითხვა დავუსვი, მანაც ასე მიპასუხა-უბრალოდ, ხელს არ ვკიდებთო.   ასე, რომ ახალგაზრდები, რომლებიც გუშინ აქციაზე და აქციის შემდეგ მოლოტოვის კოქტეილებით  და ქვეყნის გადატრიალებით იმუქრებიან, იმას აპროტესტებენ, რაც რეალურად ქვეყანაში აღარ ხდება.  ვიმეორებ, მე არ ვარ მომხრე, რომ პლანი კარფურში გაიყიდოს, მაგრამ მოწევის გამო რომ ციხეში არ უნდა გამოკეტონ ადამიანი, ამაზეც ჩემს აზრს გამოვხატავ. თუ ზემოქმედების ქვეშ საჭეს მართავ და რაღაცას ჩაიდენ, ის სხვა ამბავია.


- აბა რისთვის იმუქრებიან?


- რა გითხრათ, დღეს ყველა იმუქრება. იქით თინა მახარაძე გვემუქრება  პარტიზანულად გავიხდიო. გახდას რად უნდა მუქარა,  რამედ მაინც ვარგოდეს, რომ ვუყურო და დავტკბე. ადრე სხვა რამით იმუქრებოდა, ან იმას რად უნდოდა მუქარა... იქით  პარტიზანი მებაღე იძახის ვტ-ბო. იმდენი ქნეს, სიტყვა პარტიზანი პორნოგრაფიასთან ასოცირებული გახადეს. მამარდაშვილი ამბობდა, შეუმდგარ ადამიანს  ყველანაირი კომპლექსი აწუხებსო. სწორედ ასეა ამ მუქარა ხალხის საქმე. ბიოლოგიური კომპლექსები ემართებათ.

 

- საინტერესოა, ამ ახალგაზრდების მშობლებს რა დამოკიდებულება აქვთ დეკრიმინალიზაციის მიმართ?


- რადგან თქვენ თვითონ შეეხეთ ამ თემას, გეტყვით. ყველაფერს უნდა აეხსნას ტაბუ. იცით თუ არა, რამდენი გამწარებული მშობელი მიდის პოლიციაში და თხოვს, დააკავონ და გარკვეული ხნით გამოკეტონ მისი შვილი იმის გამო, რომ იღუპება? რამდენიც გინდათ... უამრავი მშობელი  გამოთქვამს უკმაყოფილებას პოლიციელების უმოქმედობის გამო. ეს ის რეალობაა, რომელიც არსებობს და რომლის შესახებ თავიანთ შვილებს ვერ ეუბნებიან.


 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი