logo_geo
კოტე შარაშენიძე: სიორიძეს მე კი არა, მთელი ოზურგეთი ადანაშაულებს!
- +

19 ოქტომბერი. 2017. 21:18



გურულები თავიანთ სიმკვირცხლეს, ტრადიციულად, პოლიტიკაშიც ავლენენ და გამონაკლისი არც კარსმომდგარი თვითმმართველობის არჩევნებია. კერძოდ, „ქართული ოცნების" ფავორიტ ბეგლარ (ბეგი) სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე (კოტე) შარაშენიძეს შორის ოზურგეთის მერობისათვის ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული და ოპონენტები ერთმანეთისათვის მწვავე პოლიტიკური ბრალდებების წაყენებასაც არ ერიდებიან. ისიც აღსანიშნავია, რომ შარაშენიძე „ქართული ოცნების" ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც მმართველი პარტიიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც ოზურგეთის მერობაზე დამოუკიდებლად კენჭისყრა გადაწყვიტა.


„სიორიძეს მე კი არა, მთელი ოზურგეთი ადანაშაულებს იმაში, რომ მას, როგორც მერს, მთელი სამი წლის განმავლობაში, ოზურგეთელებისათვის არაფერი გაუკეთებია და ჩვენი რაიონი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია. გარდა ამისა, ბეგი სიორიძე წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო და 2012 წელსაც მაქსიმუმის მაქსიმუმს აკეთებდა იმისათვის, რომ ოზურგეთში „ქართულ ოცნებას" არჩევნები წაეგო.

 

014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბეგი სიორიძემ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა - პირველ ტურში ხმების მხოლოდ 32 პროცენტი მიიღო და ისიც - პარტიის ხარჯზე, თორემ მისი პიროვნული რეიტინგი ნულის ტოლი იყო. მერად მუშაობის სამი წლის განმავლობაში სიორიძემ ოზურგეთელებს თავისი რეალური სახე ბოლომდე დაანახვა და დღეს ოზურგეთში მის მიმართ უკიდურესი პროტესტია. კიდევ გეუბნებით - ჩვენი რაიონი სავალალო მდგომარეობაშია!" - განაცხადა კოტე შარაშენიძემ.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი