logo_geo
მიხეილ ცაგარელი: უსუფაშვილის ადგილას სირცხვილით გავქრებოდი!
- +

20 ოქტომბერი. 2017. 19:02



გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ასტროლოგი და პოლიტოლოგი მიხეილ ცაგარელი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც შესაძლოა პრეზიდენტის პოსტზე დავით უსუფაშვილის კანდიდატურა დასახელდეს.


„უსუფაშვილის წინააღმდეგი ვარ, ყველაზე ანტიეროვნული რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე იყო და თავისი პარტიის წევრების ანტიეროვნულ მოღვაწეობაზე ხმა არ ამოუღია. ხშირად უხდებოდა საკუთარი გამოთქმების კორექტირება - რაც ვთქვი, სხვაგვარად გაიგესო. პრეზიდენტი რომ გახდეს, ასეთ რაღაცეებს აღარ იტყვის ? და კიდევ: ხომ გახსოვთ, ამერიკაში მონიკა ლევინსკის ამბებს კინაღამ გადააყოლეს პრეზიდენტი კლინტონი და იმპიჩმენტი გამოუცხადეს. ერ გამიგია, აქ რატომ ხუჭავენ თვალებს, მითუმეტეს, როცა ეს ქმარი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ხოლო ცოლი - თავდაცვის მინისტრი ? უსუფაშვილის ადგილას სირცხვილით გავქრებოდი", - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი