logo_geo
შოთა გლურჯიძე: ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქალაქზე დიდ დროში და არა ოთხ წელიწადში...
- +

21 ოქტომბერი. 2017. 18:01

 

 

ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში მხატვარმა შოთა გლურჯიძემ თბილისის განვითარების შესახებ ისაუბრა.

 

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქალაქზე დიდ დროში და არა ოთხ წელიწადში... მხოლოდ ტურისტებისთვის კი არ უნდა იყოს ქალაქი მოსახერხებელი, არამედ მცხოვრებლებისთვისაც. მაშინ ტურისტებსაც მოეწონებათ. პარიზი კარგი გამოვიდა იმიტომ, რომ პარიზელებისთვის აშენდა და არა ტურისტებისთვის. უნდა შევიგნოთ, რომ რა სივრცეშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უწყვეტად დიდ დროში უნდა გავაუმჯობესოთ ეს სივრცე. ყველა ადამიანი, ვისაც კი რაიმე რესურსი აქვს - გონებრივი, მატერიალური, უნდა ჩაერთოს ამაში ისე, რომ იყოს დადებითი ტენდენციის შემქმნელი. მარტო ხელისუფლებაზე არ არის პასუხისმგებელი ქალაქზე, ეს ყველაფერი დამოკიდებული არის ჩვენზე, მცხოვრებლებზეც, როგორ ვექცევით ჩვენს ქალაქს", - აცხადებს შოთა გლურჯიძე.









 

big_banner
არქივი