logo_geo
ზურა ყიფშიძე: კალმით ნახატი ლიკა მარტო ლამაზი არ იყო...
- +

23 ოქტომბერი. 2017. 14:03



მსახიობი ზურა ყიფშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს.


„როცა აყვავდა ნუშის" გადაღებისას გავიცანი. მე 17 წლის ვიყავი, ლიკა - 13-ის. პატარა სცენა ჰქონდა - ნუშის რტოთი გაიარა ერთხელ. შევყურებდით მთელი ეს ჩვენი „ბანდა" - რა ბავშვი მოდის, რა ბავშვი იზრდებაო. შეყვარებულები ვიყავით ყველა რაღაც სხვანაირად. ის არ იყო სექსუალური ქალი. ლიკა იყო ღვთაება, თან - ნიჭიერი. მისი აუწერელი ხიბლი შიგნიდან მოდიოდა. უკვე დიდი ხანია, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. წელიწადში ერთხელ სჭირდებოდა რეაბილიტაცია. ერთი პერიოდი ხშირად ვხვდებოდით, მერე მიჭირდა მასთან სადავო თემებზე მსჯელობა. არიან ერთეულები, რომელთაც ძალიან სათუთი ფსიქიკა აქვთ. კალმით ნახატი ლიკა მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში... მაგრამ თავს არავის ახვევდა თავის სევდას", - იხსენებს ზურა ყიფშიძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი