logo_geo
მამუკა მდინარაძე: კახი ის ადამიანია, რომელიც პასუხისმგებლობას განსაკუთრებით გრძნობს
- +

23 ოქტომბერი. 2017. 14:36

 

 

„ქართული ოცნების", კონკრეტულად კი კახას გამარჯვება არ არის მხოლოდ ჩვენი წარმატება, ეს არის დედაქალაქის და ჩვენი ქვეყნის წარმატება, რადგან იმასთან დაკავშირებით, რაზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით, ნამდვილად გულწრფელი დამოკიდებულება გვაქვს", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „tv-პირველის" ეთერში განაცხადა. აქვე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ კახა კალაძე უფლებამოსილების განხორციელებას კანონით განსაზღვრულ პერიოდში, ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს. 

 

„კახა კალაძე მილოცვებს ძალიან ბევრი ქვეყნიდან იღებს. ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან, ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან და ადამიანები გულწრფელად გახარებულები არიან, რადგან მათ მიაღწიეს მიზანს, მათ თავიანთი მხარდაჭერილი პარტია და კანდიდატი გაიყვანეს პირველივე ტურში. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი საარჩევნო ბარიერი. ევროპელთა გარკვეული ნაწილი გაკვირვებასაც კი გამოხატავს ხოლმე ჩვენი ამ ცვლილების გამო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან მაღალი ბარიერი, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში არ გვხვდება და უდიდეს ლეგიტიმაციას ანიჭებს გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. კახი ის ადამიანია, რომელიც ამ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით გრძნობს და დარწმუნებული ვარ, მისი წარმატება იქნება უზრუნველყოფილი მისივე პიროვნული თვისებებიდან, მისი წარსულიდან გამომდინარე, მისი ენთუზიაზმიდან და შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე და მმართველი გუნდის გულწრფელი დამოკიდებულებიდან თავისი მომხრეებისადმი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.







 


 

big_banner
არქივი