logo_geo
გოგი თოფაძე: გავა სამი-ოთხი წელი და თბილისი იგრძნობს ამას…
- +

23 ოქტომბერი. 2017. 17:05

 

 

„ძალიან მალე დავრწმუნდებით, რომ ახალარჩეული მერი თბილისისთვის ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს",- ამ სიტყვებით ეხმაურება ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში, ყოფილი დეპუტატი გოგი თოფაძე კახა კალაძის გამარჯვებას.

 

„მიხარია, რომ თბილისს ისეთი მერი ეყოლება, როგორიც კახა კალაძეა. ის გააკეთებს ძალიან ბევრს თბილისისთვის, გავა სამი-ოთხი წელი და თბილისი იგრძნობს ამას.

 

კახამ დაამტკიცა, პირველ რიგში, როგორც ფეხბურთელმა, რომ იყო ძალიან წარმატებული, შემდეგ იყო მინისტრი და ვიცე-მერი და იქაც ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგა. მან დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ქალაქისთვის", - განაცხადა გოგი თოფაძემ.








 

big_banner
არქივი