logo_geo
ზურაბ ბიგვავა: ხელისუფლებას სწორედ ის მხარდაჭერა გამოუცხადეს, რასაც რეალურად იმსახურებს
- +

23 ოქტომბერი. 2017. 18:09

 


სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ბიგვავამ აღნიშნა, არჩევნების შედეგებმა მოლოდინი გაამართლა.


„რასაც ველოდი ამ არჩევნებისგან, ზუსტად ის მოხდა. ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა - აბსოლუტურად ლოგიკურად განაწილდა ხმებიც და ადგილებიც. ხელისუფლებას სწორედ ის მხარდაჭერა გამოუცხადეს, რასაც რეალურად იმსახურებს. მმართველმა ძალამ აჩვენა, რისი გაკეთება შეუძლია. რაც შეეხება რესურსებს და არათანაბარ განაწილებას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს რესურსი უფრო მეტი, ვიდრე არასახელისუფლებო პარტიებს. ასე რომ, გასაკვირი არაფერი არ ყოფილა", - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.









 

big_banner
არქივი