logo_geo
ზურაბ ბიგვავა: ალეკოს ბევრი რამე აკლია იმისთვის, რომ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს!
- +

24 ოქტომბერი. 2017. 00:43



„ალეკოს ბევრი რამე აკლია იმისთვის, რომ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს. გარდა ამისა, ორგანიზაციულად სრულიად გაუმართავი იყო. ბოლო დებატებში ძალიან სუსტი იყო, ადრე უფრო მეტი ჰქონდა რეიტინგიც და მხარდაჭერის პოტენციალიც", - ამ სიტყვებით  სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ „პრაიმტაიმის" შეკითხვას უპასუხა თუ „რა  რა დააკლდა ალეკო ელისაშვილის იმისთვის, რომ შემდგარიყო მეორე ტური და ის ყოფილიყო მეორე ტურში კახა კალაძესთან ერთად?"

 

როგორც ბიგვავა აცხადებს, ალეკო ელისაშვილი სერიოზული პოლიტიკისთვის მზად არ არის.


„მისმა გამოსვლებმა ბოლო დებატებში პოზიცია სერიოზულად შეურყია. ის ჯერ არ არის მზად სერიოზული პოლიტიკისთვის, მას არ ჰყავს გუნდი, მას არ ჰყავს ძალა რომელიც გვერდზე დაუდგება. ის ძალიან მაგონებს პაატა ბურჭულაძის ამბავს. პაატა ბურჭულაძეც სიახლე იყო და ჰქონდა საკმაოდ დამაჯერებელი, მაღალი რეიტინგი სანამ დაიწყებდა თავისი იდეების, თავის თავისა და ძალის სატელევიზიო პრეზენტაციებით წარმოჩენას. როგორც კი გამოაჩინა რას წარმოადგენს რეალურად, იმ წუთში მისი რეიტინგი საგრძნობლად დავარდა და ბოლოს რა შედეგი მივიღეთ კარგად ვნახეთ.  ის არ არის ის პროფესიონალი და არც აქვს პრეტენზია პოლიტიკოსობაზე. მას ჰქონდა პრეტენზია, რომ იტყოდა სიმართლეს. მისი სიმართლე არ სცილდებოდა კრიტიკას, დაპირისპირებას, ინტრიგის ჩამოყალიბებას. ადამიანებს უნდათ საქმის გამკეთებელი პიროვნება და ხელმძღვანელი და არა ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამჟღავნებს. სიმართლის გამოსამჟღავნებლად არსებობს პროკურატურა, არსებობს სამართალდამცავი და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენს ქვეყანაში  არ არის ისე საქმე,  რომ სულ კრიტიკის ობიექტებში ვიყოთ გაბნეული, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც რეალურ საქმეს გააკეთებენ. ბევრი რამეა მოსაგვარებელი, ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი", - განაცხადა ბიგვავამ.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი