logo_geo
ზურაბ ლიპარტია: ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი წლისთვის 200-ამდე მწერის მოსპობას
- +

ავტორი ნინი ჩოქური

24 ოქტომბერი. 2017. 12:36



სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ლიპარტია გაზეთ „კვირის პალიტრასთან" საუბარში, მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს სთავაზობს და აცხადებს, რომ მოსახლეობის ჩართულობას ამ მწერთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს.


„მსოფლიო ექსპერტების რეკომენდაციით, არსებობს მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები, რომელსაც მოსახლეობა იყენებს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.

 

„მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი. გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოსაზიდად თავშესაფრებს სახლების მახლობლად ათავსებენ. ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ.

 

კიდევ ერთი რეკომენდაცია: ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოსაზიდად მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად ფაროსანა კვდება. გარდა ამისა, ვეგეტაციის პერიოდში ბაღის კიდეზე არსებულ მცენარეზე 5 ან მეტი ფერომონი თავსდება და ტარდება ყოველკვირეული შეწამვლა ინსექტიციდით.

 

მთავარია, მოსახლეობამ არ დაიზაროს ფაროსანასთან ბრძოლა, რადგან ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი წლისთვის 200-ამდე მწერის მოსპობას",- განაცხადა ლიპარტიამ.


 

big_banner
არქივი