logo_geo
„განიხილავდნენ ახალაიას დაპატიმრებას, განსაკუთრებით ცოლები აქტიურობდნენ” – სკანდალური შეხვედრა
- +

12 დეკემბერი. 2016. 12:29



„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი თეა თუთბერიძე „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ბაჩო ახალაიას დაპატიმრებას აპირებდნენ.

 

„ძალიან სარწმუნო წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე, 21 სექტემბერს ერთ-ერთ შეხვედრაზე განიხილებოდა ბაჩო ახალაიას დაკავების საკითხი, სადაც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბატონი ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგი უგულავა, უგულავას მეუღლე და სხვები.

 

ამ შეხვედრაზე განსაკუთრებით აქტიურობდნენ ცოლები, რომლებიც ისტერიულად მოითხოვდნენ ბაჩო ახალაიას დაპატიმრებას.

 

საბოლოოდ, მათი ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მიხვდნენ, რომ ეს ასე მარტივად არ ჩაივლიდა და ეს გამოააშკარავებდა ყველაფერს, რაც მათთვისვე იქნებოდა წამგებიანი. ყოველივე ეს ბაჩო ახალაიამ იცის, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, მას ჰყოფნის კაცობა, რომ სახელმწიფო ინტერესები არ გადააყოლოს იმ ადამიანებთან ბრძოლას, რომლებმაც ის რეალურად გაწირეს.

 

კარგი იქნება, თუ ამას ბოკერიაც გაითვალისწინებს. პირდაპირ გეტყვით, რომ ბაჩო ახალაია არის პოლიტიკური მძევალი არა მხოლოდ „ქართული ოცნების", არამედ კიდევ რამდენიმე ადამიანის „ნაციონალური მოძრაობიდან", თუმცა რეალურად აქ ბრძოლა იყო და არის არა ახალაიას, არამედ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ბაჩო, როგორც სააკაშვილის ერთგული, სწორედ ამიტომ ამოიღეს მიზანში", - აცხადებს თეა თუთბერიძე.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი