logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია, აღარაფრის თავი არა აქვს
- +

24 ოქტომბერი. 2017. 15:11



არის თუ არა პოლიტიკურად ისევ აქტუალური „ნაციონალური მოძრაობა", - ამ თემაზე ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა.


„ნაციონალურ მოძრაობას" დიდი ხანია, აღარაფრის თავი არა აქვს. ზაალ უდუმაშვილს რომ მერობის კანდიდატად დააყენებ, მართლაც დამთავრებული ხარ. სიმართლე გითხრათ, მეცოდება - გააფუჭეს ეს ბიჭი!

 

ბოკუჩავასნაირი ადამიანები, რომლის გამოც სააკაშვილი თავის დროზე კონსტიტუციას ცვლიდა, იფაფხურებენ, აბა რას იზამენ?! დემოკრატია ზუსტად ეს არის, უნდა იაქტიურონ, თუმცა, იმდენად იაფფასიანია ეს ყველაფერი, რომ არავითარ ინტერესს არ იწვევს. ხან მერიაში შევარდნენ, ხან - საკრებულოში, ხან რა იმაიმუნეს და ხან - რა. არადა, ხალხი ბრმა არ არის და ყველაფერს ხედავს. რამდენიც არ უნდა თქვან ტელევიზიიდან, ქვეყანაში შიმშილიაო, თვითონ ხომ იციან, რომ ასე არ არის?!" - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი