logo_geo
ზურაბ ლიპარტია: მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია
- +

ავტორი ნინი ჩოქური

24 ოქტომბერი. 2017. 17:28


 

ფერმერების ნაწილი ჩივის, რომ სახელმწიფოს მიერ დარიგებული შხამქიმიკატი ფაროსანას განადგურებასთან ერთად მცენარესაც ახმობს. ამ  განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ლიპარტია გამოეხმაურა და  გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ციტრუსის მოსავლის პრობლემა წლევანდელი გვალვა იყო და ეს მოსახლეობამ კარგად იცის.

 

„პრეპარატი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზეა დარეგისტრირებული, მის შემადგენლობაში ბოლო შესწორება 2012 წელს შევიდა და 2030 წლამდე მოხმარებისთვის ვარგისიანად არის  მიჩნეული. მას იყენებენ როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში, თუმცა ერთ ფერმერსაც არ დაუჩივლია, რომ შხამქიმიკატის მოხმარების შედეგად მცენარე გახმა. პირიქით, ფერომონი ბოსტნეულის შესაწამლადაც რეკომენდირებულია.

სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს როგორც მავნებელთან ბრძოლას, ისე პროცესში მოსახლეობის ჩართვას. კერძოდ, თითოეულ ფერმერს დაურიგდა ერთი ლიტრი ფერომონი და მისი მოხმარების ინსტრუქცია. მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ფერმერზე უკეთ არავინ იცის, რა ღონისძიებებია ჩასატარებელი მის საკარმიდამო ტერიტორიაზე. სახელმწიფო კი შხამქიმიკატებითა და რჩევებით ეხმარება. ერთი ლიტრი ფერომონი საკმარისია 2 ჰექტრის შესაწამლად", - განაცხადა ლიპარტიამ. 


 

big_banner
არქივი