logo_geo
ხათუნა ხოფერია: ვინ ეკითხება მაჭავარიანს, ზურაბ ჟვანიაზე რომ საუბრობს?!
- +

12 დეკემბერი. 2016. 16:58



რამდენიმე დღის წინ ტელკომპანია „რუსთავი 2"-მა გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვას გადაცემა „არჩევანი" მიუძღვნა, სადაც საქმის ირგვლივ სხვებთან ერთად ზურაბ ჟვანიას მეგობარმა, ყოფილმა პარლამენტარმა მიხეილ მაჭავარიანმაც ისაუბრა. მაჭავარიანის თქმით, ვისაც სააკაშვილის დროს გაცხადებულ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიაში ეჭვი ეპარება, ზურაბ ჟვანიას სახელით სპეკულირებს.


აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ეხმიანება და ამბობს, რომ მაჭავარიანის ამ გამოსვლაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს.


„ეს არის არაკაცების განცხადება, რაზეც კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. დააკვირით მის გამომეტყველებას? გაუბედურებული სახე აქვს. ეს არის ვა-ბანკზე წასული ადამიანი, თავის მეგობარს ისეთ რაღაცას აბრალებს, ამის იქით უკვე აღარც კაცობაა და აღარც მეგობრობა. ქართველ ხალხს უხსნის, ზურაბ ჟვანია პარლამენტარიზმის არქიტექტორი იყოო. საერთოდ, ვინ ეკითხება მაჭავარიანს, ზურაბ ჟვანიაზე რომ საუბრობს?!"  - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი