logo_geo
სისხლიანი საფერფლის ძიებაში
- +

27 ოქტომბერი. 2017. 14:32


 

12 წელია, რაც ჟვანიას მკველელობის ერთ-ერთ ვერსიად სააკაშვილის მიერ ჟვანიასთვის ნასროლი საფერფლე განიხილება, მაგრამ „სისხლიანი საფერფლე" აქამდე არავის უხსენებია. თამარ ჩერგოლეიშვილმა არცთუ დიდი ხნის წინათ გაიხსენა „საფერფლის თემა" და სააკაშვილის მისამართით გაიჟღერა: „მიშასგან ველოდები შემდეგ ბრალდებებს: ჟვანიას საფერფლე ბოკერიამ ჩაარტყა. ომი ბოკერიამ დაიწყო".

 

უკრაინის საელჩოში ერთ-ერთ მიღებაზე სანდრა რულოვსმა ჟვანიასთან დაკავშირებით ახსენა მკვლელობა. ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილ მაჭავარიანს ნათქვამი აქვს: „მე, ხათუნა გოგორიშვილმა და მაია ნადირაძემ ზურა იმ დღეს ვნახეთ, როცა მოკლეს".


რაც შეეხება საფერფლეს, როგორც მკვლელობის იარაღს, „ჰაკიმ ფაშას" მიერ გავრცელებულ კადრებში ზურაბ ჟვანიას თავზე საეჭვო უბნები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა და შემთხვევის ადგილზე პირველად მისულ ექსპერტს კახა ერისთავს ნათქვამი ჰქონდა, ჟვანიას თავზე შემაგრებული ადგილი იყოო. ამ სურათის მიხედვით, კომპეტენტურმა ექსპერტებმა ასეთი დასკვნა დადეს: „ზურაბ ჟვანიას თავზე შემაგრებული ადგილის არსებობით სურათი შეიკრა - ჟვანიას თავის ტვინში მაგარი გარსის ქვეშ სისხლჩაქცევა ჰქონდა. ესე იგი, მას თავში მძიმე საგანი მოახვედრეს, რამაც სისხლჩაქცევა გამოიწვია, ხოლო გარედან - სიმაგრე. მაგარი გარსის ქვეშ არატრავმული სისხლჩაქცევა არ არსებობს, მხოლოდ ტრავმულია".

 

იქნებ მართალია ვარაუდი, რომ დიდუბის პანთეონში ჟვანიას საფლავი ცარიელია და ცხედარი სხვაგან არის გადატანილი? გამოძიებას არ აუხსნია, ჟვანიას დაკრძალვის მერე გარკვეული პერიოდი რატომ იდგა დაცვა მის საფლავთან, ცხედარს იცავდნენ? რას უნდა ნიშნავდეს ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის მიერ საქართველოდან  წასვლამდე გაკეთებული განცხადება: ჟვანიას საქმეზე ამერიკელებმა ის მასალები გამოიკვლიეს, რაც ქართულმა მხარემ მიაწოდაო. ცხადია, სააკაშვილის ხელისუფლება რა მასალებსაც მიაწვდიდა. რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ ამერიკაში გაგზავნილი ვიდეომასალა ჟვანიასი არ იყო?


P.S. სახელმწიფო კანცელარიასა და პარლამენტში არსებული საფერფლეები საკმაოდ მძიმე წონისაა და ისინი ან მარმარილოსგანაა გაკეთებული, ან ბროლისაა, ან მინის, ან ფაიფურის და სროლის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია, ადამიანს სერიოზული ტრავმა მიადგეს ან სულაც უცაბედი სიკვდილი გამოიწვიოს. ამიტომ, შესაძლებელია, „სისხლიანი საფერფლე" ჟვანიას საქმეში მართლაც არსებობდეს და სწორედ ამ სისხლიანი კვალით დადგინდეს სიმართლე.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი