logo_geo
გოგლა ჟვანია: სააკაშვილს თავი მართალი თუ ჰგონია, რატომ ნერვიულობს და რატომ არ ისვენებს?!
- +

12 დეკემბერი. 2016. 18:18



ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მას სააკაშვილისთვის პირდაპირ არ დაუბრალებია ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, მაგრამ დასძენს, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მისი გარემოცვა პირველივე წუთიდან ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას.



„ხელი არ დამიდია, შენ მოკალი-მეთქი, ვამბობდი, რომ ნივთმტკიცებებს აყალბებდნენ სააკაშვილი და მთელი მისი გარემოცვა, პირველივე წუთიდან ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას და იმ მახინჯ ვერსიას. მერაბიშვილმა გამოძიების გარეშე დიაგნოზი ხომ დასვა ჟვანიას გარდაცვალებაზე. სააკაშვილს საკუთარი თავი მართალი თუ ჰგონია, რატომ ნერვიულობს და რატომ არ ისვენებს? ამათ ყველაფერი წინასწარ გათვლილი ჰქონდათ! როცა ბინაში ორი გარდაცვლილი ადამიანი ნახეს, რომელთაც სუფრა ჰქონდათ გაშლილი, საიდან უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ორი მაინცდამაინც გაზმა მოწამლა და არა საკვებმა? მითუმეტეს, რომ ბინაში გაზი არ იყო. პირდაპირ ვამბობ - გაზით მოწამვლის ვერსია ვანო მერაბიშვილის პირდაპირი მითითება იყო. ამაში მონაწილეობდნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი