logo_geo
„ჩვენი წარუმატებლობა უფრო ბოკერია-უგულავას კისერზეა“ - რას ჰყვება ერთ-ერთი „ნაციონალი“ „ვერსიასთან“ საუბარში
- +

28 ოქტომბერი. 2017. 14:31


 

„ოპოზიციურ ორბიტაზე პულსი სამ პარტიას - „ნაცმოძრაობას", „ევროპულ საქართველოსა" და „პატრიოტთა ალიანსს" ესინჯება. როგორ მოახერხა ამ სამმა პარტიამ პულსის შენარჩუნება? - ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს", - ამის შესახებ სტატიას გაზეთი „ვერსია" აქვეყნებს და „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საუბრობს.


„ასე, მაგალითად, ზოგი მიიჩნევს, რომ „ნაცებისა" და ბოკერიას გუნდს საარჩევნო ბარიერის გადალახვაში დაეხმარნენ, თუმცა თავად ყოფილები იმაში, რომ პირველ ადგილზე ვერ გავიდნენ - არც მეტი, არც - ნაკლები, ბოკერია-უგულავას ფაქტორით ხსნიან. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთმა „ნაცმა", რომელიც ექს-სახელისუფლებო გუნდის ერთგვარ მოტორად ითვლება, „ვერსიასთან" ტეტ-ა-ტეტ საუბრისას განაცხადა:

 

„ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ 21 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ახლა, იმას კი არ ვამბობ, რომ დარღვევები არ ყოფილა, მაგრამ კონკრეტული ფაქტი, მაგალითად, ბიულეტენები ბათილად იმიტომ გამოაცხადეს, რომ „ნაციონალები" ვიმარჯვებდით, არ არსებობს. სიმართლე გითხრათ, ჩვენი წარუმატებლობა უფრო ბოკერია-უგულავას კისერზეა ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამ გუნდის წევრები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კარდაკარ დადიოდნენ და მოსახლეობას ეუბნებოდნენ, ჩვენ და „ნაციონალები" ისევ ერთნი ვართ და მნიშვნელობა არ აქვს, ხმას ჩვენ მოგვცემთ თუ მათ. მთავარია, ჩვენგან რომელიმემ გაიმარჯვოსო.

 

მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ, ნამდვილ „ნაციონალებს" მოღალატეებთან ბმა არ გვაქვს. დიახ, მათ იდეას უღალატეს და ახლა ცდილობენ, ხალხის გული ჩვენს ხარჯზე მოიგონ. აი, სწორედ ამის გამო მოხდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 10 პროცენტით ნაკლები ხმა ავიღეთ", - წერს „ვერსია".



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი