logo_geo
ჯაბა ქარსელაძე: ყველაფერი ნულიდან დავიწყე...
- +

29 ოქტომბერი. 2017. 20:39


ჯაბა ქარსელაძის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მომღერალი მეგობრის ქორწილისა და მამის 70 წლის იუბილეს გამო ჩამოვიდა. როგორც ყველასთვის ცნობილია, ის არა მხოლოდ მუსიკის სფეროში მოღვაწეობს, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სასწავლებლის ლექტორიც არის. ამ ეტაპზე მის კარიერაში მნიშვნელოვანი სიახლეა, რაზეც ჟურნალ „თბილისელებს" ესაუბრა.

 

„ბევრმა არ იცის, რომ საფრანგეთში არ ვცხოვრობ. ოთხი თვეა, რაც ლოკაცია შევიცვალე და ესპანეთში გადავედი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრანგეთიდან წავედი. დაზღვევაც და ტელეფონის ნომერიც კი, ფრანგული მაქვს. ეს ჩემი ერთწლიანი ვოიაჟია. ბარსელონაში, „მაიკროსოფტის" ბიზნესსკოლაში კონტრაქტი გამიფორმეს და ამიტომ მიწევს დროებით იქ ცხოვრება. პარიზი ძალიან მიყვარს. საფრანგეთში 7 წელი ვიცხოვრე და ბოლომდე მისი დათმობა ნამდვილად გამიჭირდება. ისე, რეალური მიზეზი, რის გამოც ესპანეთში გადავედი ეს ენა იყო.  ოთხი ენა ვიცი და ძალიან მინდოდა, დამატებით ესპანურის სწავლაც. ამიტომ გადავწყვიტე ბარსელონაში 2-3 თვით წავსულიყავი, დავიქირავე ბინა და ჩავედი. იქ გავიცანი ხალხი და მივხვდი, რომ ჭირს კადრი, ვინც იცის უცხო ენა - განსაკუთრებით ინგლისური. ერთ საღამოსაც სახლში მოვდიოდი, დავინახე ბიზნესსკოლა და უცებ გავიფიქრე, მოდი CV-ს გავგზავნი-მეთქი. ასეც მოვიქეცი. ორ დღეში დამირეკეს. გასაუბრებამაც წარმატებით ჩაიარა და მითხრეს, მაგისტრანტებთან შევსულიყავი ფინანსებზე. ამის გარდა, კიდევ 5 ბიზნესსკოლაში გავაგზავნე ჩემი მონაცემები. აქედან 4-მა დამირეკა, თუმცა ერთის შემოთავაზება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. როგორც მითხრეს, ლექტორი შუა სემესტრიდან წასულა და უნდოდათ, მეორე კვირაშივე შევსულიყავი ლექციაზე. თავიდან დავფიქრდი, შევძლებდი თუ არა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც დავთანხმდი. აღმოჩნდა, რომ ეს სტუდენტები არაფერს სწავლობდნენ. გოგო ლექტორი ჰყავდათ, რომელიც ხშირად ლექციებიდან ადრე უშვებდათ და ასე შემდეგ. მე  ყველაფერი დავიწყე ნულიდან. სტუდენტები მიხვდნენ, რომ აქ, რაღაც კარგად არ იყო. თავიდან, რომ შემხედეს, ახალგაზრდა ვიყავი, იფიქრეს, ის ხომ ადრე გვიშვებდა, ეს ალბათ, საერთოდ არ ჩაატარებს ლექციასო. არ ელოდებოდნენ, თუ ასეთი მომთხოვნი ვიქნებოდი. ჩვენი ურთიერთობა ბოლოს ისე დამთავრდა, რომ კონფლიქტიც კი გვქონდა. მიჩიოდნენ და ამბობდნენ, ძალიან მკაცრია, გვსტრესავსო", - განაცხადა ქარსელაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი