logo_geo
ნოდიკო ტატიშვილი: 18 წლისა მზად ვიყავი, რომ ცოლი მომეყვანა...
- +

29 ოქტომბერი. 2017. 20:39


მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან" გულწრფელად საუბრობს და აღნიშნავს, რომ 18 წლის ასაკში მზად იყო ცოლი მოეყვანა.

 

„18 წლისაც მზად ვიყავი, რომ ცოლი მომეყვანა და მინდოდა კიდეც. მაშინ რომ მიყვარდა, იმის მერე ისე არავინ მყვარებია. მაგრამ რაღაც დაიწყო და დამთავრდა, თან, ბევრი წელი გრძელდებოდა. ხან მეგონა, რომ მასაც ჩემ მიმართ რაღაც ჰქონდა, ხან მეგობარი ვიყავი მისთვის, ხან ძმა. მაგრამ, მე ზუსტად ვიცოდი, რომ მისთვის ძმა ვერასდროს ვიქნებოდი. ჭკვიანი, ნიჭიერი გოგო იყო. დღეს თუ ვხვდებით ერთმანეთს, ამ ყველაფერზე ვიცინით. თან, იმდენი რამ მაქვს გაკეთებული - ერთხელ ოთახი მოვურთე. უცხოეთში ვიყავი და მისთვის ერთი ჩემოდნით სათამაშოები ჩამოვიტანე, ჟელატინის სანთლები. მისი ოჯახის წევრის დახმარებით, ოთახში შევიპარე, მოვურთე და რომ ნახა, ძალიან გაუხარდა. ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ, როცა მივხვდი, რომ არაფერი გამოვიდოდა, დამთავრდა. როცა მეორე ადამიანი გეუბნება, არ მიყვარხარო, რა უნდა გააკეთო?! რა თქმა უნდა, გულისტკენა მქონდა, იმედგაცრუებულიც ვიყავი, დეპრესიაც მქონდა. თუმცა, ეს სხვებთან არ გამომიხატავს, რადგან „მორიელის" ის კატეგორია ვარ, რომელიც საკუთარ თავს ჭამს. კიდევ კარგი, მეორე კატეგორია არ ვარ - სხვებს რომ ჭამს, თორემ დღეს იმდენს შევჭამდი, იმდენი მეყოლებოდა შეჭმული... მოკლედ, მერე რაღაც დაიწყო, იმაზე გადავერთე, შემდეგ ის დამთავრდა, სხვა დაიწყო და ასე შემდეგ. მეგონა, რომ ზოგი ურთიერთობა სერიოზული იყო, ზოგი - არა. ერთ-ორჯერ ვიფიქრე - ეს სწორედ ის ქალია, ჩემი ცხოვრების მეგზური რომ უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ შევცდი.  მეც მტკენია გული და სხვასაც.  შეგნებულად არ მდომებია ვინმესთვის გულის ტკენა, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც ყოფილა: რაღაც ურთიერთობა დამიმთავრებია დროზე ადრე. მერე, რომ უხსნი: ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ერთადო. არ მოწმონს, როცა ადამიანები ძალიან ეჭვიანები არიან და ასე შემდეგ. თუმცა, ბოლო დროს, ახსნამდეც აღარ მივდივარ. ადრე უცებ ვიცოდი ურთიერთობაში შეტოპვა:  ბრახ, ბრახ, „ვსიო" და მერე ვიჯექი და ვფიქრობდი: ძალიან გავტოპე, შორს წავედი და რა ვქნა-მეთქი. ახლა ასეთ შეცდომებს აღარ ვუშვებ", - განაცხადა ტატიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი