logo_geo
ზაზა კოლელიშვილი: ვერასდროს წარმოვიდგენდი ლიკას კუბოს აწევა მე თუ მომიხდებოდა...
- +

29 ოქტომბერი. 2017. 21:08


მსახიობი ზაზა კოლელიშვილი ჟურნალ „გზასთან" მიცემულ ინტერვიუში მსახიობ ლიკა ქავჟარაძესთან დაკავშირებით საუბრობს.


ზაზა კოლელიშვილი: არა, კაცობა ზუსტად ეგ არის. ზოგჯერ გამოუთქმელი და გაუმხელელი უფრო სათუთია და ძვირფასი, ვიდრე გაცხადებული. თან, ხომ ვიცოდი, ლიკას სხვა მოსწონდა. ჩემი მხრიდან არაკაცური საქციელი იქნებოდა.

 

- წლების შემდეგ მაინც თუ გქონდათ ამ თემაზე მასთან ლაპარაკი?

 

- არა, არასდროს გვისაუბრია. მაშინდელ სიყვარულზე მინიშნებითაც კი არასდროს არაფერი მითქვამს.


- ძალიან ამაღელვებელი იყო ლიკას ტაძრიდან გამოსვენების სცენა. ეს იყო „ნატვრის ხის" უცნაური „დასასრული"და მაყურებლის უკანასკნელი ტაში.

 

- ვერასდროს წარმოვიდგენდი ლიკას კუბოს აწევა მე თუ მომიხდებოდა. იმ წუთებში რას ვგრძნობდი, რას განვიცდიდი, ამის გადმოცემას ალბათ ვერასდროს შევძლებ. რა უცნაურია ცხოვრება. სამარის პირამდე მივყევი და... არც ვიცი, ის ქალბატონი ვინ იყო, ლურჯი ყვავილი მომაწოდა. ის ყვავილი ლიკას თავთან დავდე, ვეამბორე და შევფიცე, რომ მისი ნახატების გამოფენა აუცილებლად მოეწყობა. ლიკას ჩემმა დამ, თამარ კოლელიშვილმა ლექსი მიუძღვნა და მინდა, ეს ლექსი თქვენს ჟურნალში დაიბეჭდოს:


მარიტას


ნატვრის ხის ძირში მოკვდა

მარიტა.

ყველა ტკივილი დამთავრდა უცებ.

ვერ მივეშველეთ დედოფლად

შობილს...

სოფელი ისევ ჭორ-მართალს

უსმენს.

მარტომ ატარა ცხოვრების

ტვირთი...

მარტომ, ღირსებით და ვეღარ

ზიდა.

ახლა კი დროა, დროა ვიტიროთ,

ცრემლები ყველა შეცდომას

წმინდავს...

ან სასწაული ხდებოდეს ნეტავ,

როგორც ზღაპარში, ანდა კინოში...

გაისმას უცებ ბრძანება მკვეთრი:

"არა, არ ვარგა, ისევ თავიდან"...

როგორც ოდესღაც, დუბლი

მეორე...

...და გაეღვიძოს ზღაპრულ

მარიტას,

დუბლი მეორე და განმეორდეს...


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი