logo_geo
გუგული მაღრაძე: ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირი ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ადამიანებს სიმართლე უნდა უთხრა...
- +

29 ოქტომბერი. 2017. 23:29


„ვცდილობ, სამართლიანი ვიყო. ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირი ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ადამიანებს სიმართლე უნდა უთხრა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გუგული მაღრაძემ ჟურნალ „გზასთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„უნდა მოეფერო იმას, ვისაც არაფერი შეუძლია, ავადაა, მაგრამ ზრდასრულ ადამიანს პირდაპირ უნდა უთხრა. შეიძლება მეც მეწყინოს, რაღაცას როცა მეუბნებიან, მაგრამ როცა გავაცნობიერებ, რომ მართალია, ვცდილობ, გამოვასწორო. ჩემს თანაგუნდელებსაც უთქვამთ, ნუ იცი ისეთი რამის თქმა, ხალხი გაგვინაწყენდებაო, მაგრამ თუ ხალხი გაიაზრებს, რა და რატომ ვუთხარი, მე მგონი, მისაღები იქნება. გაჭირვებიდან ამოყვანაში სახელმწიფოც უნდა დაგეხმაროს, მაგრამ მხოლოდ მის იმედზე ვერ იქნები. თვითონ უნდა გააკეთო რაიმე და სთხოვო, მე ამას და ამას ვაკეთებ და ამაში მომეხმარეო. ასე შეიქმნა ის კარგი სახელმწიფოები, რომელსაც ჩვენ ასე ვესწრაფვით და ასე ველტვით", - განაცხადა მაღრაძემ. 


 

big_banner
არქივი