logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: ნდობის ჯგუფის წევრობის ყველა კანდიდატი უნდა შემოწმდეს, მათ შორის - მეც
- +

13 დეკემბერი. 2016. 00:17



თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას ირმა ინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.


როგორც „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც უნდა შეამოწმოს. მათ შორის -  ირაკლი აბესაძე და გიგა ბოკერია. „შესწავლილ უნდა იქნას მათი კონტაქტები და გადაადგილებები, რათა გაირკვეს, რუსეთის აგენტი ვინ არის",- აღნიშნა ინაშვილმა.


სესიაშვილის განცხადებით, ნდობის ჯგუფის წევრობის ყველა კანდიდატი უნდა შემოწმდეს.


„შესაძლოა, ქალბატონ ირმა ინაშვილს ეგონა, რომ მისი შემოწმება მიზანმიმართულად, პიროვნულად ხორციელდებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ნდობის ჯგუფის წევრობის ყველა კანდიდატი უნდა შემოწმდეს და მათ შორის - მეც. ეს სტანდარტია არა მარტო საქართველოში, არამედ - მთელ მსოფლიოში. ასე რომ, ქალბატონი ირმას განცხადება მისი პოლიტიკური მესიჯია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



 

big_banner
არქივი