logo_geo
რა მითითებები მისცა „თავისუფალ ზონას“ სააკაშვილმა?
- +

13 დეკემბერი. 2016. 01:07


 

რა მითითებები მისცა „თავისუფალ ზონას" სააკაშვილმა - ამ სათაურით გაზეთი „ახალი თაობა" სტატიას აქვეყნებს.


გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „თავისუფალი ზონის" წევრების დახმარებით აპირებს იმ „ნაციონალების" წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვენ, ახალი თავმჯდომარის არჩევა კი პარლამენტში მოხვედრილ „ნაციონალებს" სურთ.


„ნაციონალური მოძრაობა" 20 იანვრის ყრილობისთვის ემზადება. ამ სამზადისში აქტიურად მონაწილეობს „თავისუფალი ზონა", რომელიც პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციად ითვლება. ახალგაზრდები „ნაცმოძრაობის" ნაწილის მსგავსად ფიქრობენ, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტი მანამდე უნდა დარჩეს ვაკანტური, სანამ სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილობაშია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი „თავისუფალი ზონის" წევრების დახმარებით აპირებს იმ „ნაციონალების" წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვენ, ახალი თავმჯდომარის არჩევა კი პარლამენტში მოხვედრილ „ნაციონალებს"  სურთ", - წერს გამოცემა.


„თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი ფარნაოზ ჭკადუა, „ახალ თაობასთან" საუბარში ამბობს, რომ მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ყოფილ პრეზიდენტთან და მისგან სრული მხარდაჭერა მიიღეს.


„მიხეილ სააკაშვილმა სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა, თავის მხრივ, „თავისუფალი ზონაც", სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას. ჩვენ მას ყოველთვის მხარს დავუჭერთ", - აღნიშნავს ფარნაოზ ჭკადუა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი