logo_geo
დავით ნარმანია: გული მწყდება, რომ...
- +

1 ნოემბერი. 2017. 17:36


თბილისის მერი დავით ნარმანია „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ გული წყდება, ახალგაზრდული ცენტრის აშენება რომ ვერ მოასწრო.


„ძალიან გული მწყდება, რომ ახალგაზრდული ცენტრის აშენება ვერ მოვასწარი. პროექტი შექმნილია, ტექნიკური დეტალები გავლილი, ადგილიც გამოყოფილი მაღლივ კორპუსთან, მაგრამ მისი მშენებლობა და აღჭურვა 5 მილიონი ჯდება და ვერ მოვახერხეთ ფინანსური რესურსების მოძიება. იმედი მაქვს, მერიის ახალი ადმინისტრაცია მას დაამთავრებს. ეს სტუდენტებისთვის განკუთვნილი ცენტრია, ევროპული, ისეთი, როგორიც მე მინახავს ევროპაში. აქ იქნება ბიბლიოთეკა, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, სტუდენტური კაფე", - აცხადებს დავით ნარმანია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი