logo_geo
დავით ნარმანია: „პანორამა თბილისი“ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება
- +

3 ნოემბერი. 2017. 11:18



„პანორამა თბილისი" მნიშვნელოვანი პროექტია, ამის სოციალური და ეკონომიკური არგუმენტაცია ბევრჯერ მოვიტანე" , - ამის შესახებ თბილისის მერი დავით ნარმანია „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს.


„10 წლის შემდეგ ამოვწიოთ ეს ინტერვიუ და ვნახოთ, რომ მართალი ვიყავი. როცა ქალაქის არქიტექტურაში და ისტორიულ ნაწილში რაიმე უხეში ჩარევა არ ხდება, როცა ძალიან ლამაზი სასტუმრო იდგმება, სოლოლაკის ზემოთ კეთდება ძალიან კარგი ბიზნესცენტრი, რომელიც მაღლობის იქით არის და აქეთ მხოლოდ მისი მცირე, ძალიან ლამაზი ნაწილი გამოჩნდება, სამი ათასი ადამიანი დასაქმდება მშენებლობისა და ექსპლუატაციის შემდეგ. თბილისში ჩნდება სივრცე ძალიან მაღალი დონის ათასზე მეტი ადამიანის ერთობლივი ბიზნეს შეხვედრებისთვის და კონფერენციებისთვის, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ასეთი პროექტი? ვფიქრობ, ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და ის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება", - აცხადებს ნარმანია.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი