logo_geo
კაბუ: საქართველოში „წამალი“ დაუშვებელია, დეკრიმინალიზაცია სასტიკად არ შეიძლება
- +

3 ნოემბერი. 2017. 13:10



რეპერი კაბუ საფრანგეთში ცხოვრობს. საზღვარგარეთ წასვლამდე მსახიობი არ მალავდა თავის ნარკოდამოკიდებულებას. ეს პრობლემა ახლობლების დახმარებით დაძლია და ახლა მზადაა, ნარკოტიკების წინააღდეგ აქციაში ჩაერთოს.

 

- საქართველოში პერიოდულად დიდი აქციები იმართება ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. თქვენ შეუერთდებით მათ?

 

- დეკრიმინალიზაცია სასტიკად არ შეიძლება, გამორიცხულია! საქართველოში „წამალი" დაუშვებელია. დამიჯერეთ, ამ საშინელი ნივთიერებისგან თავის დაღწევა ძალიან ძნელია. ისედაც გამწარებული ხალხის გაუბედურება არ შეიძლება. ამ ადამიანებს გვერდში დგომა სჭირდებათ და საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოვუწოდებ. ისიც არ შეიძლება, რომ ნარკომანზე ვთქვათ - ვაიმე, საცოდავიო. საცოდავი კი არ არის, ამ დროს მის თავში სულ სხვა რაღაც ხდება. ასეთებს სხვანაირად უნდა მიუდგე.

 

- ანუ უნდა გამკაცრდეს ნარკომომხმარებლების მიმართ მიდგომა?


- მძიმე ნარკოტიკების შემოტანა უნდა გამკაცრდეს. სადაც ზრდასრული ადამიანები ისვენებენ და მოძრაობენ, იქ ვისაც რა უნდა, ის უქნია. მაგრამ ბავშვები ფუჭდებიან, კვდებიან და ამას მიაქციონ ყურადღება.


- ხომ არ ჩაერთვები ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანიაში?


- საქართველოში როდესაც ჩამოვალ, ასეთ აქციებში აუცილებლად ჩავებმები, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ადგილები, სადაც დასაშვებია მსუბუქი ნარკოტიკები. ბევრ ქვეყანაში ასეა და ველოსიპედს არ ვიგონებ. არის ადგილები, სადაც არ უნდა იყოს, რადგან ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება, ბავშვებისთვის კი სათამაშო უნდა იყოს და არა - მოსაწევი და ჰეროინი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი