„რომელიმე სფერო საქართველოში თუ პოლიტიკურ პროცესებს არ მიეკუთვნება აღარ მგონია. მგონია, რომ ყველაფერი პოლიტიკურ პროცესად გადავაქციეთ", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „tvპირველის" ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ვქმნით ამ ილუზიებს პოლიტიკური პროცესების შესახებ. როგორ შეიძლება ისეთ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი, სადაც რეალური ოპოზიცია არ არსებობს, რომელსაც ოპონირება, ქვეყნის განვითარების პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია. როდესაც დარჩენილია, მხოლოდ ერთი გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას, იქ პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა ხაინდრავამ.